იტალიის ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრებისთვის, 25 ათას ევროს იხდიან – რას ითხოვენ სანაცვლოდ ?

282
SHARE

იტალია იმ ადამიანებს, რომლებიც მოლიზეს რეგიონში დასახლებას გადაწყვეტენ, 25 ათას ევროს გადაუხდის.

მოლიზე იტალიის სამხრეთით ნაკლებად დასახლებული ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია და მას შემდეგ, რაც რეგიონი ახალგაზრდებისგან დაიცალა, ხელისფლებამ გადაწყვიტა ახალი მოსახლეობა მიეზიდა. რეგიონის წარმომადგენელთა განცხადებით, თუ ადამიანი ამ ქალაქში სამი წლის განმავლობაში იცხოვრებს, მას ყოველთვიურად 700 ევროს გადაუხდიან. თუმცა არის რამდენიმე პირობაც, მოლიზეში დასახლების მსურველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ათას ადამიანს და მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ბიზნესის წამოწყების სურვილი.

Guardian-თან ინტერვიუში, მოლიზეს რეგიონის პრეზიდენტმა დონატო ტომამ განაცხადა, რომ მათ სურთ მოსახლეობას სტიმული მისცენ: „რეგიონში საცხოვრებლად მოწვეული ხალხი უბრალოდ რომ დაგვეფინანსებინა, ეს იქნებოდა მორიგი საქველმოქმედო აქცია. ჩვენი მიზანია აქ მცხოვრებთ სტიმული მივცეთ შექმნან ახალი სივრცე, ეს იქნება პურის თუ საკანცელარიო ნივთების მაღაზია ან რესტორანი, არ აქვს მნიშვნელობა. ამით საშუალება გვაქვს ჩვენ ქალაქს ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ და ამასთანავე, გავზარდოთ მოსახლეობის რაოდენობა“

რეგიონის პრეზიდენტის განცხადებით, პატარა ქალაქები, რომელთა მოსახლეობა 2 ათას ადამიანზე ნაკლებია, მიიღებენ 10 ათას ევროს, რათა ქალაქში განაახლონ ინფრასტრუქტურაც: „საქმე არ ეხება მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც, რათა ადამიანებს ჰქონდეთ აქ დარჩენის სურვილი“

Italian National Institute of Statistics-ის ინფორმაციით, მოლიზი იმ იტალიური რეგიონების რიცხვში შედის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის შემდეგ კატასტროფულად შემცირდა.

წყარო:https://www.bpn.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი