იტალიაში, “ოცნების სახლი” 66 დოლარად იყიდება

101
SHARE

სამსართულიანი სახლი იტალიაში, კარაპელე-კალვიზიოში მდებარეობს. სახლის მფლობელმა, ბრიტანელმა ებოტმა, ის 282 ათას დოლარად იყიდა; თუმცა, იტალიაში წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების გამო, პატრონმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
მყიდველის უშედეგო ძიების შემდეგ, მან საკმაოდ ორიგინალური ხერხი მოიფიქრა.
მშვენიერი, ძველებური ვილა ახლა, ინტერნეტლატარიის მეშვეობით, 66 დოლარად იყიდება.
იმისათვის, რომ სახლის მეპატრონემ სასურველი თანხა მიიღოს, 6 ათასი ბილეთი უნდა გაყიდოს. ებოტმა საიტი შექმნა და სოციალურ ქსელებში ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. მისი ეს წამოწყება საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს – მან 3 ათასი ბილეთის გაყიდვა უკვე შეძლო. რაც შეეხება ვილას – ის შუა საუკუნეების ატმოსფეროს ინახავს და ვინტაჟურ სტილშია გაფორმებული: აქ არის ძველი ქვის კიბე, მზიანი ტერასა და მანსარდა მრგვალი ჭერით. საინტერესოდ გამოიყურება აბაზანა, რომლის ჭერიც ნამდვილ გამოქვაბულს მოგაგონებთ.
ვილა საოცრად ლამაზ და თვალწარმტაც ადგილას მდებარეობს. ახლოს არის ადგილობრივი ეროვნული პარკიც. სახლის ამჟამინდელი მფლობელი წარმატებაში დარწმუნებულია.
ის აცხადებს, რომ არამხოლოდ გამარჯვებული მიიღებს პრიზს.
ბუნებრივია, ლატარიაში გამარჯვებული მიიღებს სახლს, მეორე ადგილზე გასული კი – 13 270 ათას დოლარს; ხოლო ის, ვინც მესამე ადგილს დაიკავებს – ადგილობრივი დელიკატესებითა და ღვინით სავსე კალათას მიიღებს.
ებოტს სურს, რომ კონკურსი მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს ყველა კონკურსანტისთვის. ლატარიის ბილეთის ყიდვა 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი; ასე რომ, შანსი, ახლაც კი, ნებისმიერ მსურველს აქვს.

FB კომენტარები

კომენტარი