იტალიაში ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტი ჩაიშალა, ემიგრანტებმა ბილეთები არ შეიძინეს

207
SHARE

იტალიაში ქართველი მომღერლების, ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანი კონცერტი იყო დაგეგმილი, თუმცა კონცერტი ჩაიშალა. კონცერტის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები არ შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ 7 მაისს დაგეგმილ კონცერტისთვის მხოლოდ 10 ბილეთი გაიყიდა.
„მეგობრებო, ახლა მაცნობეს, რომ 7 მაისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. სირცხვილი ჩვენი! გაიყიდა მხოლოდ 10 ბილეთი. ნუთუ არ შეიძლება ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ? რას მოვითხოვთ ჩვენი მთავრობისგან, როცა ჩვენ არ ვვარგივართ, არ ვიცით ერთმანეთის გვერდით დგომა. ის ხალხი ხელოვანი ხალხია და ამით ირჩენენ თავს. ასე რომ ვთქვათ, რა იქნებოდა ჩვენ დავდგომოდით გვერდით, ჩაეტარებინათ კონცერტი, ჩვენც გვესიამოვნა და ისინიც კმაყოფილი დარჩენილიყვნენ. აი, ასეთები ვართ ქართველები, სამწუხაროდ, და თუ ასე ვისჯებით, არ გაგიკვირდეთ“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ივერის დედამთილი, ნანა გლურჯიძე.

FB კომენტარები

კომენტარი