იტალიაში, განქორწინებული მამაკაცებისთვის სპეციალური თავშესაფრები იხსნება

62
SHARE

განქორწინება როგორც ტრაგედია იტალიაში – აღნიშნულის შემთხვევაში ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა სპეციალური გადასახადი დააწესა, რაც მამაკაცებისთვის დიდი ფინანსურს ზარალთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ განქორწინების შემთხვევაში, ქონების 60% რჩება იმ მშობელს, რომელიც ბავშვების მეურვეობას მოიპოვებს.

ასევე, ყოფილ ქმრებს ეკისრებათ ვალდებულება, იზრუნონ როგორც შვილებზე, ასევე ყოფილ მეუღლეზეც, ეს კი თანხებთანაა დაკავშირებული. შედეგად, ზოგიერთ მამაკაცს საკუთარი თავისთვის აღარავითარი სახსარი აღარ რჩება და ღამის გათენება მანქანაში უწევს. მსგავსი მამაკაცების რიცხვი კი წლიდან წლამდე დიდი სისწრაფით იზრდება.

სასარიში, სარდინიაზე, რიმინისა და ბოლონიაში უსახლკარო მამებისთვის სპეციალური თავშესაფრები შეიქმნა, სადაც მათ ბავშვების ნახვა და ფსიქოლოგთან კონსულტაციაც შეეძლებათ. განქორწინებულ მამაკაცებს ამ თავშესაფრებში გაჩერების უფლება მხოლოდ ერთი წლის ვადით აქვთ. ეს არის ის დრო, რომლის ფარგლებშიც მათ საკუთარი ცხოვრების თავიდან დაწყება უნდა შეძლონ.

FB კომენტარები

კომენტარი