,,ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდი”, – მესი

46
SHARE

ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, – ამის შესახებ მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ლიონელ მესიმ განაცხადა.

მისი თქმით, შედეგით გუნდი ძალიან კმაყოფილია.

“ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით. დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მთავარია გამარჯვება და ნებისმიერი ტიტული მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მესიმ.

გუნდებმა “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. გუნდები თბილისიდან გუშინვე გაემგზავრნენ.
“ბარსელონა” სუპერთასის გამარჯვებული გახდა. “ბარსელონამ” “სევილია” ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

FB კომენტარები

კომენტარი