იორდანიაში მყოფმა პრინცმა უილიამმა ცოლის პატივსაცემად, ემოციური ფოტო გადაიღო (ფოტო)

84
SHARE

იორდანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრინცი უილიამი, ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ქვეყნის ისტორიულ ადგილებსაც ათვალიერებს. პრინცი ქალაქ ჯერაშში, უძველესი რომაული ნაქალაქარის დასათვალიერებლადაც იმყოფებოდა.
როგორც ირკვევა, აღნიშნულ ქალაქში 30 წლის წინ, მისი მეუღლე – კეიტ მიდლტონი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ პრინცი უილიამი ფოტოს გადასაღებად ზუსტად იმ ადგილას დადგა, სადაც წლების წინ 4 წლის ქეით მიდლტონმა, მამასთან და დასთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ამ ად­გი­ლას კი პრინცს დიდ პოს­ტე­რად და­ბეჭ­დი­ლი კეიტისა და მისი ოჯახის ფოტო დახვდა.
“აქა­უ­რო­ბა მას ძა­ლი­ან უყ­ვარს და ცო­ტა­თი გაბ­რაზ­და კი­დეც, რომ აქ მის გა­რე­შე ჩა­მო­ვე­დი. მომ­დევ­ნო ჯერ­ზე, ბავ­შე­ბიც უნდა ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო” განაცხადა პრინცმა.

 

FB კომენტარები

კომენტარი