ინტრიგნები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

110
SHARE

თუ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც თვლის, რომ ინტრიგნობის ნიჭიც განსაკუთრებული ნიჭია, ეს სტატია თქვენთვისაა განკუთვნილი. ხოლო, მათ ვინც სტატიის შავ სიაში აღმოაჩენს საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს, ვურჩევ ნაკლებად მიიტანონ გულთან მოცემული ინფორაცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მარტოოდენ ზოგადი სტატისტიკური მონაცემებია. თუმცა, თუ მაინც გულმა რეჩხი გიყოთ და ვერ ისვენებთ, ინტრიგების ხლართვას და ენის მიტან-მოტანის ჩვევას ხვალიდან თუ არა, მომავალი კვირიდან მაინც დაანებეთ თავი თუ ეს ასე მოხდა, ჩავთვლით, რომ ჩვენი ვალი მოგვიხდია…
კირჩხიბი – გამორიცხული არაა ხშირად სამსახურში შინაურულად გიდუღებდეთ ყავას და ინტერესით ისმენდეს თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების შესახებ მოყოლილ ისტორიებს, რომლის მოყოლაც სავარაუდოდ თავად გთხოვათ. ჰოდა, აი აქ ფრთხილად! არავინ იცის, კარიერულ კიბეზე სად, როდის ან რა კონტექსტში მოედებით კირჩხიბს ფეხებში. ამიტომ ღმერთმა ნუ ქნას და თქვენი გზები თუ ამ კუთხით გადაიკვეთა, გზიდან ისე ჩამოგიშორებთ, წლების მანძილზე ვერ ამოხსნით ამოცანას – მაინც რატომ დაგითხოვათ უფროსმა სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე.
ქალწული – მისი განაწყენება თქვენი ქაოსური ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება სამსახურეობრივი მოვალეობების მიმართ. თავად ის ქრონიკული “ვორკოჰოლიკია”, რომელიც ყოველთვის დროზე ადრე ასრულებს “დედლაინებს” და არასოდეს უქმნის სტაფს ფორს-მაჟორულ სიტუაციას. ჰოდა, თქვენ თუ თქვენი ზერელე დამოკიდებულებით მას საქმე არაერთგზის გაუფუჭეთ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ერთ დღესაც მნიშვნელოვან დოკუმენტაციაში “საბედისწერო შეცდომები” გაგეპაროთ და სამსახურს სამუდამოდ დაემშვიდობოთ ამ მიზეზით.
თევზები – როგორც წესი, იშვიათად უდევს გულში ვინმეს გამიზნული წყენინება. მაგრამ მაინც ისე ხდება, რომ ხშირად უწევს წუწუნი ერთ თანამშრომელთან, მეორის შესახებ. თევზი ბუნებით ბოროტი არ არის, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, მას შესანიშნავი სამსახიობო მონაცემები გააჩნია, ამიტომ მსხვერპლის როლის მორგება ზოდიაქოს ნიშნებს შორის თევზზე უკეთ არც არავის ეხერხება. შესაბამისად, მარტივად და დამაჯერებლად გამოგიყვანთ აგრესორის და მჩაგვრელის როლში თუკი თქვენი მხრიდან უხეშობას, ან ელემენტარულად უტაქტო კრიტიკას გაიგონებს.

FB კომენტარები

კომენტარი