ინდონეზიაში 12 ტრანსგენდერი დააკავეს და თავი გადაპარსეს

735
SHARE

ინდონეზიის პროვინცია აჩეხში 12 ტრანსგენდერი დააკავეს, იუწყება “Coconuts Jakarta“. ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე სილამაზის სალონში რეიდი განახორციელა. დაკავებულებს შორის დაწესებულებების პერსონალი და კლიენტებიც არიან. ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს, თავები გადაპარსეს და მამაკაცის ტანსაცმელი ჩააცვეს. ასევე, განუმარტეს, რომ მათთან მანამ იმუშავებენ, სანამ მამაკაცებივით ქცევებს არ ისწავლიან. პოლიციის უფროსმა აჰმად უნტუნგ სურიანატამ განაცხადა, რომ ოფიცრებმა ტრანსგენდერებს აიძულეს ერბინათ და ხმამაღლა ემღერათ, სანამ მათი ხმები მამაკაცების ხმებს არ დაემსგავსება. სურიანატას თქმით, ოპერაციის მიზანი რეგიონში ლგბტ-თემის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის საწინააღმდეგო ხასიათს ატარებს, რადგან ეს შესაძლოა ინდონეზიელების ახალგაზრდა თაობისთვის საზიანო იყოს. მისი განცხადებით, პოლიციელებმა ადგილობრივი მუსულმანი წინამღძოლის დალოცვა მიიღეს. აჩახი ინდონეზიის ერთადერთი პროვინციაა, სადაც ქცევის ისლამური პოლიცია არსებობს და შარიატის კანონები მოქმედებს. ისინი არამხოლოდ მუსულმანებზე, არამედ ყველა ადგილობრივზე ვრცელდება. 2016 წელს ამ პროვინციაში 18 ადამიანი ხელკეტებით სცემეს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის და ალკოჰოლის მიღების გამო.

FB კომენტარები

კომენტარი