ინდოეთში სხვისი ბალახის შეჭმის გამო თხა დააპატიმრეს

82
SHARE

ინდოეთში ადგილობრივმა მცხოვრებმა პოლიციას საჩივრით მიმართა. როგორც ის აღნიშნავდა, მის ბაღში მეზობლის თხა, სახელად ბაბლი რეგულარულად ჭამდა ბალახს და ხილს. საჩივრის ავტორის თქმით, მან ამის შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილა თხის მეპატრონე აბდულა ხასანი.
აღნიშნული „დანაშაულის“ გამო, პოლიციამ თხის მეპატრონეც და თავად უშუალო დამნაშავე, თხაც დააკავა. საქმის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თხის მეპატრონეს 2-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა, თუმცა საბოლოოდ საქმე მოგვარდა და აბდულა ჰასანი თხასთან ერთად გირაოთი გაათავისუფლეს.

FB კომენტარები

კომენტარი