ინგლისის სამეფო ოჯახში ერთსქესიანთა ქორწილისთვის ემზადებიან

133
SHARE

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში, პირველად მის ისტორიაში, ერთსქესიანთა ქორწინება გაიმართება. დედოფალ ელისაბედ მეორის მესამე რიგის ბიძაშვილი ლორდი ივარ მაუნტბატენი აპირებს, იქორწინოს თავის რჩეულ ჯეიმს კოილთან. ამის შესახებ „Daily Mail“ იუწყება.
2 წლის წინ, დედოფლის 55 წლის ბიძაშვილმა, „ქამინგ აუთი“ გააკეთა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. ასეთი ნაბიჯის გადადგმა მან იმის გამო გადაწყვიტა, რომ კოილთან გახსნილი ურთიერთობა ჰქონოდა. ლორდისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. მან 16 წელი პენი მაუნტბატენთან ერთად იცხოვრა, მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ. წყვილი 2011 წელს განქორწინდა.
ლორდი ივარ მაუნტბატენი გრაფინია დე ტორბის შვილიშვილია, რომელიც მამით იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი, დედით კი ალექსანდრე პუშკინის შვილთაშვილი იყო.
ქორწინების რიტუალი მის სასახლეში, დევონში ამ ზაფხულს გაიმართება. ლორდის უახლოესი ნათესავები პრინცი ედვარდი და მისი მეუღლე სოფი არ დაესწრებიან ამ ღონისძიებას. ლორდის ხელისმომკიდე მისი ყოფილი მეუღლე იქნება, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარში ედგა მას.
როგორც ლორდი და მისი მომავალი მეუღლე ამბობენ, საზეიმო ცერემონიალზე არავინ ჩაიცვამს სმოკინგებს, არ იქნება პირველი ცეკვის რიტუალი, ტორტის მაგივრად კი სტუმრებს ყველი დახვდებათ.

 

FB კომენტარები

კომენტარი