ინგა გრიგოლიაზე სალანძღავი სტატუსის დაწერის გამო, “პატრიოტთა ალიანსის” წევრს პარტია დაატოვებინეს

327
SHARE

​ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილის მადლობას უხდის იმისთვის, რომ პარტიის რიგები დაატოვებინეს ალექსანდრე სიმონიშვილს, რომელმაც გრიგოლია საჯაროდ უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.
“დაატოვებინეს ,,პატრიოტთა ალიანსის” რიგები ამ კაცს მას მერე, რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე. ირმა ინაშვილი – ასე, საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადეკვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია. ესაა ირმა ინაშვილის კომენტარი, რომელსაც აქვე ვაკოპირებ -,, ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია, უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა, როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება – ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკევს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ.,, “, – წერს ინგა გრიგოლია სოცქსელში.
შეგახსენებთ, ხაშურის საკრებულოს წევრმა “პატრიოტთა ალიანსიდან”, ალექსანდრე სიმონიშვილმა ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში უცენზურო სიტყვებით მოიხსენია მას შემდეგ, რაც ეთერში გადაცემა “რეაქცია” გავიდა. აღნიშნულ გადაცემაში სტუმრად შს მინისტრი, გიორგი გახარია იმყოფებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი