ია ფარულავა და ტარიელ სუარი ილია მეორემ დალოცა

212
SHARE

მსახიობი ია ფარულავა მეუღლე ტარიელ სუართან ერთად პატრიარქს შეხვდა, – ამის შესახებ ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინ მამა გიორგიმ დიდი საჩუქარი მოგვიწყო: მე და ტარიელი შევხვდით უწმინდესს . მან კიდევ ერთხელ მოუსმინა ტარიელის არაერთ ნაწარმოებს და დაგვლოცა და დაგვასაჩუქრა ორი ულამაზესი ჯვრით. უწმიდესმა ტარიელის შესრულება უდახვეწილესად შეაფასა. ტარიელმაც არ დააყოვნა და უწმიდესს შერეკილი გიტარის ტურნეს შესახებ უამბო, რის შემდეგაც უწმიდესმა კურთხევა მისაცა ტარიელს რომ მან ყველა მისი მომავალი კონცერტი (ევროპასა თუ საქართველოში) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქართველებში, ოსებსა და აფხაზებში ურთიერთ პატივისცემისა და სიყვარულის დანერგვას და ჩვენს ერთმუშტად შეკვრას მიუძღვნას.წარმატებები ტარიელ შენ და შენს შერეკილ გიტარას”, – წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.

11009088_10204300260721463_5029847406930067849_n (1)

FB კომენტარები

კომენტარი