„თქვეს რომ ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მაჩუქა ავტომობილი“ – მერსი სულხანიშვილი

333
SHARE

ბოლო პერიოდია მერსი სულხანიშვილი ტელეეკრანებზე აქტიურად აღარ ჩანს. მოდით დაინტერესებული გოგონა, რომელიც ყურადღების ცენტრში თამამი იმიჯის გამო მოექცა, დღეს სრულიად სხვანაირად გამოიყურება. უფრო ქალური და დახვეწილია. თავის დროზე საკუთარი ჩაცმულობით, გახმაურებული ფოტოებითა და სკანდალებით ცნობილი მერსი დღეს მშვიდ ცხოვრებას ეწევა და ხმაურიან ადგილებშიც იშვიათად დადის, თუმცა მისდამი არც ინტერესი იკლებს და არც ჭორაობა შეუწყვეტიათ. იმისათვის, რომ ჟურნალისტი მკითხველმა უკეთ გაიცნოს, „დრონი.ჯი“-მ მასთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა. მერსიმ ისიც გაგვინდო, რომ მალე ახალ გადაცემას იწყებს და განსხვავებული იმიჯით ვიხილავთ.

ასაკი – 25 წლის

განათლება ჟურნალისტი

ჰობი წიგნების კითხვა, ჩოგბურთის თამაში

საყვარელი საჭმელი – კონკრეტული არ მაქვს, ხასიათის მიხედვით

საყვარელი სასმელი – შამპანური

როგორი გართობა მოგწონს – ამ ბოლო დროს მშვიდ გართობას ვამჯობინებ, თუმცა მეგობრებთან ერთად ხმაურიან ადგილებს იშვიათად თუმცა ხანდახან ვსტუმრობ ხოლმე. მიწევს კომპანიონობის გაწევა

როგორ რეაგირებ რომ გცნობენ – სასიამოვნოა, პოზიტივს პოზიტივით ვპასუხობ. მსიამოვნებს როცა უცნობი ადამიანებისგან სიყვარული მოდის

ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი, მირჩევნია სხვებმა თქვან ხოლმე. ალბათ პოზიტიური, მხიარული, ჭკვიანი

ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს მე ქართულ ტრადიციულ ოჯახში ვარ აღზრდილი, შესაბამისად ჩემი ქვეყნის ყველაფერი მომწონს. ჩემთვის ცოტა მიუღებელი ლომისობის ტრადიციაა, როდესაც ამდენ ცხოველს კლავენ. პატარ-პატარა რაღაცეებია, რაც არა მხოლოდ მე, ბევრს არ მოწონს და ამას დრო შეცვლის

როგორ რეაგირებ ჭორებზე ამ ბოლო დროს ბევრი ჭორი მომივიდა და ცოტა გამაღიზიანა. მერლინ მონროს სიტყვებს დავესესხები – ჭორებს არავინ არ გაავრცელებდა, უაამრავ ადამიანს რომ არ ჰქონდეს ამ ყველაფრის მოსმენის სურვილი, თუმცა მთავარია სიმართლე

რა ჭორი გაიგე შენს შესახებ ბოლოს – ძალიან სასაცილო იყო, როდესაც თქვეს რომ ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მაჩუქა ავტომობილი. ეს არის აბსურდი და სასაცილო. ასეთ ბინძურ ჭორებს ვინც ავრცელებს, ენას დავუმოკლებდი. არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება

ყველაზე ცუდი დღე შენს ცხოვრებაში – ახლა ვერ გავიხსნებებ, უფრო კარგი მამახსოვრდება ყოველთვის

ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ, ვთვლი რომ ეს ხანდახან კარგიც არის და ხანდახან დისკომფორტიც. კმაყოფილი ვარ, თუმცა უფრო მეტი მინდა, უფრო მეტს მოვითხოვ საკუთარი თავისგან, თუმცა ეს ზომიერი ამბიციებია, უაზრო ამბიციები არ მაქვს. მომთხოვნი ვარ და უფრო და უფრო უკეთესი მინდა რომ ვიყო

გარეგნობაში თუ შეცვლიდი რამეს – გარეგნობაში არაფერს არ შევიცვლიდი განსაკუთრებულს. ასეთი დავიბადე და ალბათ ასეთი რომ არ ვყოფილიყავი, იმ ადგილას არ ვიქნებოდი სადაც ახლა ვარ

ყველაზე ახლო ადამიანები დედა

პირველი კოცნა ამ შეკითხვას უკომენტაროდ დავტოვებ

ხარ თუ არა შეყვარებული ახლა მე ვარ სულ შეყარებული და ბენდიერი. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემ გარშემომყოფებს ეს ბედნიერება გადავცე. მე ბუნებით სულ შეყავრებული ვარ. ადამაინები, მეგობრები, გარაემოცვა მიყვარს და ამით ვტკბები. რამე რომ იყოს მნიშვნელოვანი და საინტერესო გავაჟღერებდი. სერიოზული არაფერია. სულ ვცდილობ ეს ემოციები ახლობლებს გავუზიარო ხოლმე

სიყვარული თუ სექსი ორივეს თავისი ადგილი აქვს. სიყვარული და შემდგომ სექსი, პირველ რიგში სიყვარული

როგორი მამაკაცები მოგწონს ზრდილობიანი, დახვეწილი, განათლებული, კარგი მანერების მქონე. კარგი იუმორით, პოზიტიური უნდა იყოს, ასევე თავშეკავებული და ზომიერი

უახლოესი გეგმები – სულ ცოტა ხანში დავუბრუნდები ერთ-ერთ გადაცემას, ამჟამად ვმუშაობ მასზე. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ცოტა განსხვავებულ ამპლუაში მიხილავთ. ტელე-რადიო წამყვანობას, ჩემს პოროფესიას, ვუბრუნდები. ვნახოთ რა იქნება.

წყარო:http://droni.ge/

FB კომენტარები

კომენტარი