“თქვენი პოლიტიკა მაგრად “მკიდია” – რას წერს ხატია სიჭინავა სალომე ზურაბიშვილზე

1600
SHARE

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შესახე წერს და საზოგადოებას მიმართავს:
„ცალ-ცალკე ვერ მოგწერთ ყველას, ამიტომ აქ დავწერ, ტეხავს ის, ადამიანს არ იცნობდე და საზოგადოებრივი აზრით მსჯელობდე მასზე!!! ტეხავს, პოლიტიკის გამო პირად შეურაცხყოფაზე გადახვიდე !!! ტეხავს, ამ პატარა ქვეყანაში ყველა ნეგატივით იყოს გაჟღენთილი და ყველა წინადადებაში პოლიტიკა ეჩვენებოდეს!!! ტეხავს, მეგობრები ერთმანეთს პარტიების გამო ლანძღავდნენ!!! ტეხავს, იყო ბნელი და შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი ტალახში ამოსვარო იმიტომ, რომ შენთვის არის მიუღებელი, თუნდაც მისი პოლიტიკური მრწამსი!!! ტეხავს, რომ ქართველები ერთმანეთს ვერ ვიტანთ !!! ტეხავს, რომ ზღვარს გადავდივართ ბოროტებაში და მარტო იმას ფიქრობთ, რამდენი სალანძღავი სიტყვა იცით !! ეს ადამიანი დიდი ხანია ჩემი სტუმარია და ქვემოთ ჩამოთვლილია მისი ადამიანური ღირებულებები !!! თქვენი პოლიტიკა მაპატიეთ, მაგრამ მაგრად “მკიდია”.
ყველაზე უბრალო, კულტურული, პოზიტიური, განათლებული, საყვარელი, სამართლიანი, თავმდაბალი, წარმატებული და შემდგარი ქალი, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული და სასიამოვნო სტუმარია ქალბატონი სალომე.“ – წერს  სიჭინავა.

FB კომენტარები

კომენტარი