თქვენი ინტიმური სიზმრების საიდუმლო

10960
SHARE

სექსი თანამშრომელთან

გავრცელებული სიზმარია. თუ თქვენ ისეთ თანამშრომელთან სექსს ხედავთ სიზმარში, რომელიც მოგწონთ, ეს თქვენი ლტოლვის გამოხატულებაა და თუ რეალურად მისდამი ვნება არ გაგაჩნიათ, მაშინ შესაძლოა, სამსახურში მისი პოზიციის გშურთ ან მისი პროფესიონალიზმით  ხართ აღფრთოვანებული.

სექსი ახლო მეგობართან

თუ მართლა ისურვებდით, რომ ახლო მეგობარი ,,მეგობარზე მეტი“ იყოს თქვენთვის, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ ეს ასე არაა, მაშინ მეგობართან სექსის სიზმარში ნახვა შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომთქვენ ცოტა ხნის წინ დაუახლოვდით ამ ადამიანს. მაგრამ თუ რაელურად გინდათ, გაიგოთ რას ნიშნავს მეგობართან სიზმარში სექსი, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რომელი სამი თვისება მოგწონთ მასში და გაეცით ამ კითხვებს პასუხები.

სექსი სამში

თუ თქვენ მართლა გაქვთ ინტერესი ორგიისადმი, ასეთი სიზმარი თქვენს სურვილს გამოხატავს, თუმცა თუ ასეთი ინტერესი არ გაქვთ სიზმარში ხედავთ თქვენს ამჟამინდელ პარტნიორს და კიდევ დამატებით სხვა ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობაში რაიმე სიახლის შეტანა გინდათ ან არ გაკმაყოფილებთ თქვენი პარტნიორი.

სხვა ორი ადამიანის სექსის ყურება

ეს სიზმარში ნიშნავს, რომ პასიური სექსუალური ცხოვრება გაქვთ მოცემულ მომენტში ან ისეთი არა, როგორსაც ისურვებდით.

სექსი ყოფილთან

ასევე, გავრცელებული სიზმარია. დიდი ალბათობით ეს ადამაინი ტქვენი პირველი სიყვარულია ან მასთან პირველი სექსუალური გამოცდილება გაკავშირებთ.ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ კვლავაც გვაღელვებს პირველი სიყვარული, მაშინაც კი, როცა ბედნიერ ქორწინებაში ვიმყოფებით. ნუ ღელავთ! ეს სიზმარი არ ნიშნავს, რომ ყოფილთან დაბრუნება გსურთ, უბრალოდ ის გაკლიათ, რაც მას მოჰქონდა: ის ემოცია და ვნება! ასეთი სიზრები ხსირად მაშინ გვესიზმრება, როცა რუტინულ ურთიერთობაში ვართ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ყოფილმა თქვენ გული გატკინათ, მასთან სიზმარში სექსი იმის მანიშნებელია, რომ ჯერაც ვერ გაგიმთელდათ ეს გატეხილი გული და კვალაც ნახავთ ასეთ სიზმარს, სანამ მას წარსულში არ დატოვებთ.

გაუპატიურება

სიზმარში გაუპატიურებული მოასწავებს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში შესაძლოა, გამოგიყენონ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, მანიპულირებს თუ არა ვინმე თქვენით, ან საკუთარი სარგებლისთვის თქვენს გამოყენას ხომ არ ცდილობენ?

სექსი უცნობთან

იმის მიხედვით, რომელ სქესთან გაქვთ სექსი სიზრმარში, განურჩევლად თქვენი რეალური სექსუალური ორიენტაციისა, ეს იმ თვისებების გამოხატულებაა, რომელიც თქვენთვის ამ უცნობის სქესთან ასოცირდება ან  გინდათ თავად გახასიათებდეთ.

შესაძლოა, სიზრმარში ნანახი უცნობის სქესი გამოხატავდეს კიდევ თქვენს პიროვნულ თვისებებს.

სექსი ახალ გაცნობილთან

ის თქვენ რეალურად გიზიდავთ და თუ სიზმარში აღგზნებული ხართ, დარწმუნებული იყავით, რომ რეალურადაც თქვენს შორის არსებობს ქიმია და იდეალუარი სექსიც გექნებათ. იმ შემთხვევაში კი, თუ სიზმარში მასთან სიახლოვენ იმედი გაგიცრუათ, საპირისპირო დასკვნები გამოიტანეთ.

სექსი თქვენი შეყვარებულის მეგობართან

ჰკითხეთ თავს, გიზიდავთ თუ არა ის? თუ კი, ყველაფერი გასაგებია და თუ არა, ესე იგი მასთან სეორზოული საუბარი გქონდათ ან ცოტა ხნის წინ გამონახეთ საერთო ენა.

 თუ სიზმარში შეყვარებულს სხვასთან აქვს სექსი (ღალატი)

ასეთი სიზმარში მოასწავებს ურთიერთობაში განხეთქილებას. ასევე, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ რაიმე (და არა ვინმე) იპარავეს თქვენს დროს, რაც მას თქვენთან უნდა გაეტერებინა. შესაძლოა, ეს იყოს სამსახური, გატაცება და ასე შემდეგ.

FB კომენტარები

კომენტარი