“თვითონ მშიერმა, ქუჩაში რომაა სულ, მეორე ასეთივე ადამიანს რამხელა სითბო მისცა” – ემოციური ამბავი სოცქსელიდან

67
SHARE

სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი ემოციურ ამბავზე ჰყვება.
“ასეთ ადამიანებზე რომ არ მოგიყვეთ ხოლმე, არ შეიძლება. გუშინ, როგორც იცით, კარგარეთელის კუთხეში რომ იჯდა, ის ბებო გადავიყვანეთ სახლში. ბებო ჯექსონამ წაიყვანა და მე დავრჩი, დარჩენილი ყუთები და ნაგავი რომ გადამეყარა. დიდი ხნის ნაგროვები გაფუჭებული საჭმელი მუყაოს დიდ ყუთში იყო და სანაგვესთან მივიტანე, ძაღლებს და კატებს შეაჭამოს იქნებ ვინმემ. ამ დროს მოხუცი “სტაიანშჩიკი” მოვიდა და იქნებ ზოგი რამე საჭმელად ვარგოდეს, ავიღებ აქედან რამესო და დაიწყო ძებნა იმ ძველ ყუთში. მე გზის აქეთ დიდ პარკებში ვყრიდი ნაგავს და 10 წუთის შემდეგ ეს “სტაიანშჩიკი” მოდის და დიდი პარკი მოაქვს, დავხედე და ას ლარამდე ხურდა იყო შიგნით – ყუთის ძირში ვიპოვეო, სიმწრით ექნება მოგროვილი და ალბათ აღარ ახსოვდაო, მოხუცია და მიუტანეო. თვითონ მშიერმა, ქუჩაში რომაა სულ, მეორე ასეთივე ადამიანს რამხელა სითბო მისცა.
ადამიანი ქუჩაშიც ინარჩუნებს ადამიანობას, ადამიანი ყველგან და ყველანაირ პირობებშიც ადამიანია, ახლაც მებღავლება, რომ მახსენდება, გეფიცებით.
ფოტო მისი არაა, არ დაწეროო, კარგი კაცობისთვის მადლობა არ მინდაო.
#სიკეთეგადამდებია-მეთქი, გეუბნებით “,- წერს სინჯიკაშვილი სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი