თვითმავალი ავტომანქანები – Honda 2020 წლიდან ინოვაციური მანქანების გამოშვებას გეგმავს

48
SHARE

იაპონურმა საავტომობილო კომპანიამ “ჰონდა მოტორსმა” კომერციული გეგმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ავტოკონცერნი 2020 წლიდან თვითმართვადი ავტომობილების გამოშვებას გეგმავს.

მანქანები აღჭურვილი იქნება კამერებით, რადარებითა და სატელიტური ნავიგაციის სისტემებით. გასაყიდად გამოვა მანქანები, რომლებსაც გადაადგილება მძღოლის გარეშე შეეძლებათ, ამის გარდა, ისინი დაიცავენ გზებზე მოძრაობისას დისტანციას და თავისუფლად გადაადგილდებიან როგორც ავტობანებზე, ისე ვიწრო ქუჩებზეც.

2020 წელს თვითმავალი ავტომანქანების გამოშვების შესახებ მანამდე კომპანიებმა Toyota-მ და Nissan -მაც განაცხადეს. ოქტომბრის დასაწყისში, კიოტოს საერთაშორისო ინოვაციურ ფორუმზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ იაპონია ახალი ტიპის ავტომობილების გამოშვებას 2020 წლის ოლიპიადას უკავშირებს.

FB კომენტარები

კომენტარი