თბილისში, წერეთლის გამზირზე ყვავებმა რამდენიმე ადამიანი დაკორტნეს

325
SHARE

თბილისში, წერეთლის გამზირზე ყვავებისგან დაკორტნილ რამდენიმე ადამიანს აცრის გაკეთება დასჭირდა.

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკაში ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ადამიანი მივიდა. ყველა მათგანი სრულწლოვანია.

როგორც “კვირა+”-თან საუბარში ცენტრში განაცხადეს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ყვავისგან დაკორტნილმა ადამიანებმა აცრის გასაკეთებლად ცენტრს მიაკითხეს. მსგავსი შემთხვევა ვაკის პარკისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოხდა.

FB კომენტარები

კომენტარი