თბილისს კიდევ ერთი გასართობი ადგილი „საამო“ შეემატა

89
SHARE

თბილისს კიდევ ერთი გასართობი ადგილი – „საამო“ შეემატა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს: ბარს, რესტორანს და მყუდრო ტერასას, საიდანაც უნიკალური ხედები მთელ თბილისზე იშლება.
როგორც „საამო“-ს დირექტორმა მანანა ფიფიამ განაცხადა, სარესტორნო ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ამიტომ არ აშინებს ამ სფეროში არსებული სერიოზული კონკურენცია.
„ამ სფეროში არსებული კონკურენცია არ მაშინებს, რადგან მიმაჩნია, რომ ჯანსაღი კონკურენცია ნებისმიერ სფეროში საჭიროა. თან სარესტორნო ბიზნესში გარკვეული გამოცდილებაც მაქვს – მართალია, საქართველოში ეს ჩემი პირველი რესტორანია, მაგრამ მე და ჩემს დებს დიდი ხანია, საქართველოს საზღვრებს გარეთ გვაქვს რესტორანი და საკონდიტრო საწარმო, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. რა თქმა უნდა, გვსურს, ჩვენს ქვეყანაში უფრო წარმატებულები ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი დავასაქმოთ და ამით ქვეყანასაც სარგებელი მოვუტანოთ. სარესტორნო ბიზნესის მიმართ ჩემი ინტერესი ოჯახიდან მომდინარეობს – სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც სუფრა და კულინარია კულტი იყო… მამაჩემის და დედაჩემის ოჯახს ხუმრობით „ქართულ რესტორანსაც“ ეძახდნენ. ასე რომ, მე და ჩემს დებს ბავშვობიდან მოგვდევს სტუმრის მიღების და გამასპინძლების ტრადიცია“, – აღნიშნა „საამოს“ დირექტორმა.
რესტორანში წარმოდგენილია ქართული, ევროპული და აზიური კერძების დიდი არჩევანი. უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტიც საკმაოდ ფართოა. რაც მთავარია, „საამოს“ მენიუში წარმოდგენილი ყველა კერძი უსაფრთხოების და ჰიგიენის ყველა ნორმის დაცვით, 100%-ით ნატურალური პროდუქტისგან მზადდება.
„ჩვენთან აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე და ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. აქ აბსოლუტურად ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ხარისხიანი, ახალი და 100% ნატურალური პროდუქტისაგან. უშუალო კავშირი გვაქვს ქართველ ფერმერებთან, რომლებიც ახალ და შემოწმებული ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს გვაწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროდუქტი შემოწმებული და საიმედოა, ჩვენ მაინც დამატებით ყველაფერს ლაბორატორიულად ვამოწმებთ“, – აცხადებენ „საამო“-ში.
რესტორანში 19:00 საათიდან უკრავს ცოცხალი მუსიკა – უკრავს საქსაფონი, მღერის მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე. დღის განმავლობაში კი სტუმრებს შეუძლიათ მოუსმინონ გემოვნებიან მუსიკას და მუსიკის ფონზე დატკბნენ ტერასიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედებით. მოკლედ, „საამოში“მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო და ჯანსაღი, გემრიელი კერძები დახვდებათ. რესტორანს გააჩნია კერძების ადგილზე მიტანის სერვისიც, რაც ნებისმიერი კერძის მოკლე დროში, თბილისის ნებისმიერ უბანში მიტანას გულისხმობს.
https://www.facebook.com/saamocafe/?fref=ts&__mref=message_bubble
ტელ: 558 90 91 97
(R)

FB კომენტარები

კომენტარი