თამუნა ვაშალომიძეს მოსკოვში მამა გამოუჩნდა – ”შემომთავაზა, დნმ-ის ანალიზი ჩავიტაროთო…”

140
SHARE

ჩვენი გულახდილი რუბრიკის მორიგი რესპონდენტი თამუნა ვაშალომიძეა. იგი შეეცადა, გულწრფელი პასუხები გაეცა უხერხულ შეკითხვებზე. თავად შეაფასეთ, რამდენად გამოუვიდა.

– შენთვის ქალს სექსი შემოუთავაზებია?
– პირდაპირ არ უთქვამს, მოდი სექსით დავკავდეთო, მაგრამ უფლირტავია და უგრძნობინებია თავისი განზრახვა.

– რა შეგშურებია ადამიანის?
– უკანალი. შეიძლება, პლასტიკური ქირურგიის ჩარევით ან ვარჯიშის მეშვეობით ჰქონდა საჯდომი დაყენებული, მაგრამ თვალში საცემი იყო.

– ორალური სექსი მისაღებია შენთვის?
– კი.

– ეროტიკული ჟანრის წიგნებს კითხულობ?
-სამწუხაროდ, წიგნების კითხვისთვის დრო არ მრჩება, მთლიანად კარიერაზე ვარ გადართული. სტუდენტობისას სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას ვეცნობოდი. ახლა მოდაშია ,,გრეის 50 ელფერი”, ფილმს ვუყურე, ძალიან მომეწონა და წიგნმაც დამაინტერესა.

– რა არის შენი ყველაზე დიდი კომპლექსი?
– საზოგადოებასთან ერთად ვერ ვჭამ. ქორწილზე, დაბადების დღეზე ან წვეულებაზე პირს ვერ ვაკარებ კერძებს.

– ეკლესიიდან რატომ წამოხვედი, მედავითნეობაზე უარი რატომ თქვი?
– მარტო ცხოვრება რომ დავიწყე, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდი. სამუშაო განრიგიდან გამომდინარე, დრო აღარ მრჩებოდა, რომ ტაძარში იმ სიხშირით მევლო, რაც მედავითნეს მოეთხოვება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ღმერთის დღესაც მწამს და საყდარშიც დავდივარ. იმის მერე, რაც მოდელი გავხდი, რამდენჯერმე შემომთავაზეს მედავითნედ დაბრუნება, მაგრამ უარი ვთქვი. მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი და არ მინდა მისი შეცვლა.

– რამ გამოიწვია გარდასახვა?
– ეს არ ყოფილა გარდასახვა. ჩემში სულ არსებობდა თავისუფლების სურვილი. ყველა ჩვენგანს ჰყავს მეორე ”მე”, რომელიც შებოჭილი, შეშინებული და დამალულია. თუ მას თავისუფლებას მივცემთ, სასიამოვნოდ გაგვაოგნებს.

– რამ გაგხსნა?
– მარტო ცხოვრებამ. ოჯახთან ყოფნისას მორიდებული ხარ, დედ-მამას უყურებ და ვერ ბედავ მეორე ”მეს” გამოვლენას.

– რა ასაკიდან დაიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება?
– 16 წლიდან. ჯერ მიმტანად ვმუშაობდი, შემდეგ მენეჯმენტი შევისწავლე და ერთ-ერთ სასტუმროში ამ საქმით დავკავდი. წარმატების მიღწევაში ბევრი ადამიანი დამეხმარა: ფოტოგრაფები, მეგობრები და ქალი, რომლის მდგმურიც ვიყავი. ისინი მგულშემატკივრობდნენ და ჩემი სჯეროდათ.

– რა დაინახე უწინდელისგან განსხვავებულად?
– ადრე მეგონა, რომ თუ ერთსა და იმავეს ათასჯერ მოვინანიებდი, ყოველ ჯერზე მომეტევებოდა, ახლა მივხვდი, რომ თუ ინანიებ, იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვა.

– ქალიშვილობა 21 წლის ასაკში დაკარგე… აგრეთვე, გაგაუპატიურეს. ვიცი, მტკივნეულ თემას ვეხები, ამიტომ არ ჩავეძიები ამ საკითხს, მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე, ქალიშვილობა მოძალადესთან დაკარგე?
– არა, უფრო ადრე.

– გადაცემა ”პროფილში” შენმა მამინაცვალმა, ბატონმა კაკომ, განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, დადგმული სპექტაკლია, რომელშიც მონაწილეობის მიღება არ სურს…
– კაკოს პოზიცია სავსებით გასაგებია. მას არ უნდა, რომ რეპუტაცია შეელახოს. ნათქვამის მიუხედავად, მე ის მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ.

– ვირტუალური სექსი გქონია?
– კი, მობილურით, მესიჯებით.

– რამდენი კილო ხარ?
– 57-სა და 58-ს შორის მერყეობს ჩემი წონა.

– რა ზომის მკერდი გაქვს?
– სამი.

– რა გაღიზიანებს იმ წრეში, რომელშიც ტრიალებ?
– ცდილობენ, სხვა ადამიანებად წარმოაჩინონ თავი, გამუდმებით თამაშობენ, ქედმაღლები არიან და ერთმანეთს ანგარებით უმეგობრდებიან. მე მსგავსი ურთერთობების მომხრე არ ვარ. რაც პოპულარული გავხდი, მას მერე რამდენიმე პიროვნება დამიკავშირდა და შემომთავაზა: ამოვალთ შენთან მე და ჩემი დაქალი ყავის დასალევადო. გამიკვირდა. თავი ძალით დაიპატიჟეს, როცა პირადად სულ არ მყავდნენ ნანახი. ზრდლობიანი ფორმით ვუთხარი უარი, ისე, რომ არ სწყენოდათ.

– რა შემთხვევაში მიგაჩნია, რომ კაცი ლოგინში მაგარია?
– ასაკით პატარა არ უნდა იყოს, ფალოსის ზომას მნიშვნელობა არ აქვს. მიკვირს, გოგონები რატომ გიჟდებიან 25 ან 27 სანტიმეტრზე. მთავარია, მამაკაცური ღირსების სწორად გამოყენება იცოდეს. სექსუალურობა დამოკიდებული არ არის ასოზე, იგი ბუნებიდან მოდის. სავარჯიშოდ რომ დავდივარ, ვხედავ დაკუნთულ ტიპებს, მაგრამ საერთოდ არ მესექსუალურებიან, შინაგანი ხიბლი აკლიათ.

– გინდა, რომ შენი შვილი შენს გზას დაადგეს და ეროტიკული ჟურნალის ფოტომოდელი გახდეს?
– ახლა ვინმე იტყვის, რას უსურვებს შვილს, მაშ ეს დედააო?! კი, თუ ეს მას გააბედნიერებს. მინდა, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს.

– პორნოვარსკვლავობაზე დათანხმდები?
– არა, სხვათა შორის, გუშინ დამირეკეს და შემომთავაზეს დიდი თანხის სანაცვლოდ, მაგრამ სასტიკი უარით გავისტუმრე.

– შენ გყავდა შეყვარებული, როგორც თავად აღნიშნავ, მუსიკოსი. რატომ დაშორდით?
– მხარში არ დამიდგა, როცა მჭირდებოდა. მახსოვს, ერთხელ დედაჩემი საშინლად მომექცა, მან კი არ დამიცვა. ასევე, აბსურდული არჩევანის წინაშე დამაყენა: ან მე, ან ბებიაშენიო. არ ვიცი, რატომ არ მოსწონდა, რომ ბებიას ვუვლიდი. მე ვერ ვუღალატებდი ქალს, რომელმაც გამზარდა. საოცრად მიყვარს ბებო. დანიშნულებიც ვიყავით, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას რომ გადავხედე, მივხვდი, არ ღირდა მისი შენარჩუნება.

– შენმა კარიერამ უარყოფითად იმოქმედა თქვენს რომანზე?
– მაშინ ცნობილი არ ვიყავი, ანუ კარიერა არაფერ შუაშია ჩვენს დაშორებასთან. მან იცოდა, რომ მე ჩემი მიზნები მქონდა და ჩემს სურვილებზე არავის გამო არ ვიტყოდი უარს. არასდროს დამავიწყდება, მანქანიდან გადავაგდე, ბეჭედი მოვისროლე და წავედი. გარკვეული პერიოდის მერე შემეხმიანა, შემომთავაზა შევრიგდეთო, მაგრამ იმავე შეცდომის გამეორებას არ ვაპირებ.

– სიბერე გაშინებს?
– არა, იცი, როგორ წარმომიდგენია ჩემი სიბერე? მეყოლება ოთხი მოსიყვარულე შვილი და ბევრი შვილიშვილი. ვიცხოვრებ უზარმაზარ, ლამაზ, მდიდრულ სახლში, სადაც მომემსახურებიან მხოლოდ მამაკაცი მოსამსახურეები. ვიქნები ძლიერი ბიზნესვუმენი.

– სექსშოპში რაიმე შეგიძენია?
– კი, ჩემს დაქალს, რომელიც საზღვარგარეთ წავიდა, დავაბარე ერთი ნივთი, მიყიდა კიდეც, მაგრამ იქ დარჩა.

– ხშირად გტკენენ გულს?
– ერთმა მედავითნემ საშინლად გამომლანძღა. ანტიქრისტე ხარო, მეძახა. მიმაჩნია, რომ მოდელო-ბა დანაშაული არ არის. ცოდვაა ის, რომ ადამიანს გულს სტკენ, მერე ტაძარში მიდიხარ და ქადაგებას ისმენ, არავინ არ უნდა განიკითხო.

– როგორ გგონია, დედაშენი რას გერჩის?
– ეს თემა დავხურე. ვერასდროს ვაპატიებ მომხდარს.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში გადაცემა ”პროფილის” შემდეგ?
– მოსკოვიდან დამირეკა კაცმა და მითხრა, რომ მამაჩემია. შემომთავაზა, დნმ-ის ანალიზი ჩავიტაროთ, რომელიც დაამტკიცებს მის სიტყვებს. იმდენად წარმოუდგენელი ამბავია, რომ არ მჯერა მისი.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი