თათრეთის სპორტის მინისტრად ჩაკ ნორისი დანიშნეს

25
SHARE

თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რუსტამ მინიხანოვმა თავის „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სპორტის მინისტრად ჩაკ ნორისს ნიშნავს. მიხანოვმა, ასევე, ამ ლეგენდარული პერსონაჟის ფოტოკოლაჟი განათავსა. „ჩაკ-ჩაკ ნორისი ჩვენი სპორტის ახალი მინისტრია!“-დაწერა ამ ქვეყნის მეთაურმა. როგორც აღმოჩნდა, მისი ეს განცხადება სრულიად საპირველაპრილო ხუმრობა ყოფილა.

FB კომენტარები

კომენტარი