“ზურგიდან დაჩეხეს ბიჭები, არაკაცურად” – წავკისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლუკა ფეიქრიშვილი, წავკისში სასტიკად მოკლული ბიჭების შესახებ წერს:
“ორივე ამოვასვენეთ, როგორი შეწუხებული და დაღლილი სახეები აქვთ, ორივეს ზურგიდან აქვს მიყენებული მრავლობითი ჭრილობა,
დიდი ხანჯლის გამოყენებით. ზურგიდან დაჩეხეს ბიჭები, არაკაცურად და ცივად.
სავარაუდოდ, დაკავებულია მკვლელი,
გვარად ვინმე აბულაძე,
რომელიც ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.
ეს პიროვნება უნდა ცხოვრობდეს ტაბახმელაში.
ტაბახმელა ჩვენს უბანთან ახლოს მდებარეობს.
ასეთი ინფორმაციაა ამ ეტაპზე..
არვიცი, რომელი ბიძაშვილი ვიტირო,
ხან ერთთან ვარ, ხან მეორესთან. ორი პატარა ბიჭი გაყინული გვიწევს უბანში.. სავარაუდო მოტივი არის რაღაც ავტომობილის 20-ლარიანი სარკე,
სხვა დეტალები ამ ეტაპზე არვიცი”, – წერს ფეიქრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით წავკისში ორი ახალგაზრდა 26 – 28 წლის ლექსო და დავით ფეიქრიშვილები მოკლეს.
ორი კი დაჭრილია.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები