ზურა ხაჩიძე: ხათუნასთან დაშორების შემდეგ ქეთა თოფურია მიყვარდა

1579
SHARE

მომღერალ ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახური თანაცხოვრება 15 წელს ითვლის. ხურა ხაჩიძემ ჟურნალ „სარკესთან“ მისი სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

„როცა გავიცანი ძალიან ლამაზი იყო. მასზე უზომოდ ვიყავი შეყვარებული. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იმ პერიოდში, როცა ნინი რვა წლის იყო. ურთიერთობის დროს ბევრჯერ დავშორდით ერთმანეთს, არაერთხელ ვიჩხუბეთ. დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია, მაგრამ რომ შევრიგდით, მალევე დავქორწინდით. მას მერე მოვდივართ, ასე ლამაზად, ერთმანეთის სიყვარულით.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ცოლი მყავს. ბედნიერი ვარ, რომ მისგან ბევრი რამ შევიძინე – ჩემთვის სასიკეთო, დიდი გამოცდილeბა მივიღე. ბედნიერი ვარ, რომ თავის დროზე ჩემი ცხოვრება ხათუნას დავუკავშირე“, – აღნიშნავს ზურა ხაჩიძე.

მომღერლის თქმით, ასაკობრივი სხვაობის გამო ბევრს ეგონა, რომ მათი ოჯახი მალე დაინგრეოდა.

„კონფლიქტები ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ ოჯახის დანგრევის სურვილი არასოდეს მქონია. მომხრე ვარ ოჯახური ცხოვრების და არა მრავალცოლიანობის. არავის ვამტყუნებ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია მრავალჯერადი ქორწინება. ჩვენს ოჯახს არასდორს შექმნია დაშლის საფრთხე. ასაკობრივი სხვაობის გამო ყველას ეგონა, რომ ჩვენი ოჯახი ორ დღეში დაინგრეოდა. მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომ არ დაინგრა და დღემდე ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს.

იყო ჩავარდნები, უსახსრობა, გაჭირვება და ზენიტში ყოფნაც, საზღვარგარეთ ცხოვრება. ბევრი ეტაპი გავიარეთ ერთად და ბევრ რამეში გამოვცადეთ ერთმანეთი, ამან გაგვაძლიერა. გაჭირვებამ ბევრი რამ გვასწავლა. ეს არის ოჯახი და მისი სიძლიერე. ხათუნა ნამდვილად ჩემი მეორე ნახევარია. ჩვენ არ შეგვიძლია ფარისევლობა. ჩვენ შორის სყვარული რომ არ იყოს, ერთად არ ვიქნებოდით“, – აცხადებს ზურა ხაჩიძე.

ჟურნალი “სარკე”

FB კომენტარები

კომენტარი