ზუმბა – “როგორ მსურს, რომ ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ პირში”

62
SHARE

მომღერალი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა, დიდი ხანია საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. გუშინ მან “ფეისბუქზე” სტატუსი გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას მიმართავს:

“… მენატრებით. რამდენი რამე მინდა გითხრათ, რამდენი რამ თქვენგან მინდა მოვისმინო… როგორ მსურს, რომ ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ პირში. ჩვენივე შეცდომებიანად ერთმანეთი კიდევ ერთხელ შევიცნოთ და ვაღიაროთ. მერე რა რომ რთული დრო გვიდგას. ვის არ ჰქონია, რა მოხდა, როდის არ ყოფილა? მაგრამ ვინც ეს ქვეყანა, რომელსაც სამშობლო ჰქვია, დღემდე მოიტანა თავისი სულიერი თავგანწირვის თუ სისხლის უკანასკნელი წვეთის ფასად, იქნებ მათი შთამომავლობის ღირსნი ვიყოთ… და თუ ვთვლით რომ ვართ, იქნებ მეტი ვქნათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესნი და ღირსეულნი გავხდეთ! თუ არ გამოგვდის, ვიპოვოთ მიზეზები, რა გვიშლის ხელს.
თუ არა და არც ეგაა პრობლემა, მრავალი ცივილიზაციანი დაბერებულან და ღირსეულად მიჰკუთვნებიან ისტორიის ფურცლებს. მოკლედ, ან ხარისხი ან წრეზე ტრიალი საბოლოო გაქრობამდე… მაგრამ არა მგონია, რომ ჯერ ამოგვეწუროს ჩვენი მისია! მიყვარხართ!”-წერს ზუმბა

FB კომენტარები

კომენტარი