ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც მეორე ნახევარს არ ეძებს

1041
SHARE

ბევრი ადამიანი ლამის ცხოვრების დასაწყისიდანვე ეძებს თავის მეორე ნახევარს, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ასეთ ძიებაზე დროსა და ენერგიას არ ხარჯავენ. უბრალოდ, იციან, რომ, როცა დრო დადგება, სასურველ ადამიანს შეხვდებიან…

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ველური სულით იბადება, რომლის მოთვინიერება შეუძლებელია. მას უყვარს მოგზაურობა, მრავალფეროვნება, ადრენალინი და სწავლა. მას მთელი სამყაროს ნახვა სურს, მისი ყოველი ნაწილის. მას სურს, იცოდეს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია. მათი ყველაზე უდიდესი ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობაა. მშვილდოსნის დანიშნულებაა არა ვიღაც, არამედ სადღაც.
ისინი მზად არიან, შეხვდნენ „იმ ერთადერთს“, მაგრამ ამისთვის მის ძებნას არ აპირებენ. რაც უნდა მოხდეს, იმას ვერ აიცდენ. თუ ვერ ნახავს მეორე ნახევარს, არც იდარდებს – დედამიწაზე გამოუკვლევი კიდევ ბევრი ადგილია, სადაც მას მოუთმენლად ელიან.

მერწყული
მერწყული ბრბოში იშვიათად გაერევა. მათ ეს არც სურთ. მათთვის სულერთია, უცნაურად გამოიყურებიან სხვების თვალში თუ არა. მათ ხომ თავიანთი განსაკუთრებული გზა აქვთ.
ამიტომაც ისინი სულაც არ ეძებენ იმას, ვინც მათ პაზლივით მოერგებათ. მათ კომპრომისზე წასვლას ურჩევნიათ, თავისუფლები იყვნენ.

ვერძი
ვერძს მთელი სამყაროს დაპყრობა სურს. მათ გულში ცეცხლი ღვივის და ამის გამო ყველაფერი, რასაც კი შეეხებიან, უნდა აალდეს. როცა ვერძები ხედავენ შესაძლებლობას, იმას იყენებენ. ამასთანავე, ვინმეს გარეშე მათ თავი არასრულფასოვნად არ მიაჩნიათ.
ვერძს ისეთი მეორე ნახევარი სურს, რომელიც მის შეცვლას არ შეეცდება, ასეთის ძებნას კი ბევრი დრო მიაქვს, რისი დაკარგვაც ვერძს არ სურს.

წყარო:https://funtime.ge

Comments

comments