ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ძლიერად განვითარებული

696
SHARE

ინტუიცია ადამიანს ხშირად ეხმარება – ბევრი რამაა ცხოვრებაში, როდესაც სწორედ ალღო გვკარნახობს, რომ ვიმოქმედოთ არა გონების, არამედ – ინტუიციის მიხედვით. გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებთან ინტუიცია ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული.

კირჩხიბი

კირჩხიბის ძლიერი მახასიათებელია ინტუიცია და საკუთარი ემოციების გაცნობიერება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ისინი უსმენენ შინაგან ხმას. გარდა ამისა, კირჩხიბებს შეუძლიათ ახლობელი ადამიანების ემოციების აღქმა, მგრძნობიარენი არიან სრულიად უცხო ადამიანების გრძნობების მიმართ.

კირჩხიბების ინტუიცია – ესაა მიზეზი იმისა, რომ ბევრი ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს მათ გვერდით – კირჩხიბს ესმის მათი გრძნობების და არ არის ყველაფრის განმარტება–ახსნის აუცილებლობა.

თევზები

ინტუიციის მქონე ადამიანები შემოქმედებითი ნატურები არიან, ხოლო თევზები – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე შემოქმედებითი ნიშანია. ხანდახან თევზების შთაგონება სწორედ ინტუიციურად ხდება; ამ ნიშნის წარმომადგენლები, უბრალოდ, მისდევენ თავიანთ ინტუიციას და ამას ისინი რაღაც ფანტასტიკურის შექმნამდე მიჰყავს.

აზრი არ აქვს, იკითხოთ, საიდან მოდის თევზების შემოქმედება, რადგან ის სადღაც სიღმიდან იწყება. ისინი ძალზე მგრძნობიარენი არიან, ამიტომ ხშირად გრძნობენ, როცა რაღაც უნდა მოხდეს, მაშინაც კი, თუ ამის არანაირი ნიშანი არის.

მორიელი

მორიელს ინტუიციურად ესმის ბევრი რამ, განსაკუთრებით, თუ ეს სხვა ადამიანებს ეხება. ის ტყუილს კილომეტრიდან გრძნობს. აზრი არ აქვს, რა ღონეს მიმართავთ, რომ რაიმე დამალოთ, მორიელი მაინც გაიგებს.

მორიელი ძალზე თვითგაცნობიერებულია და იცის, რას აკეთებს, ფიქრობს, რატომ და რისთვის. ვერ მოატყუებთ მას, რადგან საკუთარი თავის მოტყუებაც უჭირს. მორიელს, ფაქტობრივად, თქვენი აზრების წაკითხვა შეუძლია.

ქალწული

ქალწული მუდამ მზადყოფნაშია, ამიტომ მისი ინტუიცია გასაგებიცაა: მას, უბრალოდ, არაფერი გამორჩება მხედველობიდან, ხედავს ნებისმიერ წვრილმანს, რაც გარშემო ხდება, იმას, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია.

ქალწულებს არ შეუძლიათ ნივთების ისეთად აღქმა, როგორიც ისინი არის, უყვართ ყველაფრის დეტალური ანალიზი. მათთვის ყველაფერი საიდუმლოებით არის მოცული და ხშირად ცდილობენ გამოარკვიონ, რა იმალება ვითარებისა და პიროვნების გარეგნობის მიღმა.

სასწორი

სასწორები ჰიპერმგრძნობიარენი არიან ყველასა და ყველაფრის მიმართ: საკუთარი თავის, ფიქრების, გრძნობებისა და გარშემო მიმდინარე მოვლენების. საკუთარი ინტუიციის წყალობით ისინი გრძნობენ პოტენციურ საფრთხეს და მას გვერდს უვლიან.

სასწორებს შეუძლიათ გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა მაშინ, როდესაც სხვებისთვის სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლებელია. ისინი ვითარების ყველაზე ფაქიზ დეტალებს და ამ ვითარების პერსპექტივებს ხედავენ. სასწორები არ ყოფენ ნივთებს, ადამიანებსა თუ მოვლენებს თეთრ და შავ ფერებად, რადგან იციან, რომ მრავალი ელფერი არსებობს.

ტყუპი

ტყუპები სოციალური ადამიანები არიან, რომლებმაც ინტუიციურად იციან, რა თქვან ადამიანების დასამშვიდებლად და საიდან დაიწყონ ლაპარაკი. მათ წინასწარ იციან, რას იტყვით და ხშირად წინადადებას თქვენ მაგივრად ამთავრებენ ისე, რომ არც დაფიქრდებიან.

მათ ინტუიცია ეხმარება, გაიგონ, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციაში. შეუძლიათ თანამოსაუბრეზე შთაბეჭდილების მოხდენა. მათი სიზმრები, ასევე, ხშირად მნიშვნელოვანია.

FB კომენტარები

კომენტარი