ვის ვიხილავთ „ჰოუმლენდის“ საფინალო სეზონის მთავარ როლებში

40
SHARE

გამოცემა “deadline.com”-მა სატელევიზო დრამა “Homeland”-ის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილია, ამ პოპულარული სერიალის მერვე და შესაბამისად საფინალო სეზონი, 2019 წლის ივნისში გამოვა.
გამოცემის ინფორმაციით, ამ სეზონში მონაწილეობას ნიმრატ კაური და ნუმან აკარი მიიღებენ​, ამ უკანასკნელმა მეოთხე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი ითამაშა. აკარი ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანის“ მეთაურის, ჰაქანის როლს ასრულებდა. მაყურებლებს მისი პერსონაჟი მკვეთრად დაამახსოვრდათ. ნიმრატ კაური კი პაკისტანური დაზვერვის ერთ-ერთ მაღალჩინოსან ქალს ასახიერებდა, რომელიც „თალიბანთან“ თანამშრომლობდა.
ასევე, როგორც გამოცემამ გაარკვია, ფინალური სეზონის გადაღებები მაროკოში გაიმართება, ამასთან არსებობს ვარაუდი, რომ გადაღებებს ავღანეთსა და პაკისტანშიც გამართავენ.

FB კომენტარები

კომენტარი