ვისზე დაქორწინდა ვახო სანაია და რა კავშირშია ზვიად დევდარიანის “სექსუალური შევიწროების საქმე”

2113
SHARE

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტი ვახო სანაია დაქორწინდა, სანაიას ქორწინების შესახებ სოცქსელში მისი ყოფილი მეუღლე, ნათია გაბუნიაც წერს.

“დამშვიდდით, ხალხო! გადაიჭედა ჩემი “ინბოქსი” შეკითხვებით, “სქრინებით”, ინტერპრეტირებული ამბებით. ჩემი და უნას გამო ამდენს თქვენ ნუ იღელვებთ. რაც შეეხება ფარულ ქორწილს “ჩექინის”გარეშე – ეს იმდენად სასაცილო და, ამავე დროს, ტრაგიკული ამბავია, თავისთავად ცხადს ხდის ამბავს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარი ქალთა სოლიდარობისთვის “ხმალამოღებულ მებრძოლთან” მალულად რომ იქორწინებს და ამას “ინბოქსში” ჩაგდებული ფოტოთი გაიგებ. ცხადია, მძიმე ამბავია. თითქმის 5 თვეა, ჩუმად ვარ. ახლა კი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ სანახაობითა და ჩურჩულით ხართ დაკავებული, ვთხოვ, დატოვოს ჩემი სივრცე და სანახაობებს სხვა სივრცეებში დაელოდოს. შეკითხვებითაც ამ მასშტაბური სირცხვილის ავტორებს მიმართეთ. მე ორი უმშვენიერესი გოგოს დედა ვარ და ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ, ვიყო ძლიერი. ყველა დროში ხომ ასე იყო, განსაკუთრებით – ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადამიანებისთვის ტრაგედიაა, სხვებისთვის მხოლოდ სანახაობაა.. მადლობა ყურადღებისთვის და გასართობად სხვაგან გადაინაცვლეთ”, – წერს ნათია გაბუნია სოცქსელში.

როგორც ჟურნალისტის ყოფილი მეუღლე წერს, სანაიამ “ქალთა სოლიდარობისთვის “ხმალამოღებულ მებრძოლზე” იქორწინა, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.
როგორც “კვირა +- ს”, ანონიმურმა წყარომ აცნობა, სანაიას ახლადშერთული მეუღლე, სტომატოლოგი თამარ ყურაშვილი, ერთ-ერთია იმ ქალბატონებისგან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

ცნობისთვის, გასული წელს ზვიად დევდარიანი „ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში ამხილა და საქმე სასამართლოში განიხილებოდა.

ამ თემასთან დაკავშირებით “კვირა +” ვახო სანაიასთან დაკავშირებას ეცადა. სამწუხაროდ, სანაიას მობილური დღის განმავლობაში გამორთული აღმოჩნდა. თემის დასაზუსტებლად პოსტის ავტორს, ნათია გაბუნიას დავუკავშირდით, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა

FB კომენტარები

კომენტარი