ვირთხების მიერ შესრულებული მინიატურული ნახატები, რომელთა ყიდვაც ნებისმიერს შეუძლია (ფოტო)

29
SHARE

პატარა ვირთხები გვაჩვენებენ, რამდენად ნიჭიერები შეიძლება, იყვნენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ მათ ცოტა საღებავსა და ქაღალდს მისცემენ.

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ,  სომერსეტში მცხოვრებმა 21 წლის სტეფმა თავის ბიზნესს, რომელიც შინაური ცხოველების ნახატებთან არის დაკავშირებული, შემატა ვირთხების ნამუშევრებიც. ნახატები შესრულებულია მისი 12 ვირთხის მიერ.

სტეფის განცხადებით, მას ვირთხების მიერ შექმნილი ნამუშევრების გაყიდვის იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც 2018 წელს ერთ–ერთი ვირთხა,  „კაპიტანი ჯეკ ბეღურა“ მოუკვდა.

მან დაიწყო თავის სტუდიაში ვირთხებისთვის ფოტოების გადაღება და მათი „ხატვის პროცესის“ აღბეჭდვა. შედეგმა გაამართლა და მართლაც „შედევრები“ მიიღო.

FB კომენტარები

კომენტარი