ვინ აჩუქა ლასკალას ოპერის თეატრში ანიტა რაჭველიშვილს საგვარეუილო ბეჭედი

156
SHARE

 

მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა საოპერო მომღერალმა მაყვალა ქასრაშვილმა ანიტა რაჭველიშვილს საოპერო სივრცეში საგვარეულო ბეჭედი უსახსოვრა. მსოფლიო დონის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილს ბეჭედი ლასკალაში „აიდას“ დასრულების შემდეგ აჩუქა, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილი ამნერისის როლს ასრულებდა. როგორც ქალბატონმა მაყვალამ თქვა, ანიტას სპექტაკლის ნახვის შემდეგ იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, გადაწყვიტა ეჩუქებინა ბეჭედი, რომელიც თავად მას ცნობილმა მეცო სოპრანომ, მარია მაკსაკოვას შვილიშვილმა აჩუქა.

მარია მაკსაკოვა 1940-50-იან წლებში მღეროდა დიდი თეატრის სცენაზე… თავად მას კი, კიდევ უფრო ადრეულ წლებში ბეჭედი ბებიისგან ერგო. “ყოველ სპექტაკლს თავისებური ემოციური ფონი ახლავს, განსაკუთრებით, როდესაც წარმოდგენა მთავრდება და მაყურებლისგან აპლოდისმენტების სახით გრძნობ შენდამი დამოკიდებულებას.

ამ ემოციების შემდეგ კულისებში რომ ქალბატონი მაყვალა დავინახე, კიდევ უფრო მძაფრად განვიცადე სიხარული, რადგან ის ნამდვილად საამაყო ადამიანია საქართველოსთვის – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სოპრანო. რომ გავიგე რისთვისაც მომინახულა, ტირილისგანაც ვერ შევიკავე თავი. მან გადმომცა ბეჭედი, რომელიც ძალიან სიმბოლურია და ჩემამდე ატარებდნენ სახელგანთქმული საოპერო მომღერლები. ეს ჩემთვის მართლა დიდი პატივი და სიხარულია. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვატარო ეს ძვირფასი საჩუქარი” – აცხადებს ანიტა რაჭველიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი