ვინ არის სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრი – რეიტინგის შედეგები

52
SHARE

Daily Mail-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პორტალ YouGov-ზე სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის გამოსავლენად გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა.

პირველი ადგილზე, გამოკითხულთა გადაწყვეტილებით, დედოფალი ელისაბედ მეორე 72%-ით გავიდა, მას მოჰყვებიან შვილიშვილები – პრინცი ჰარი 71%-ით და პრინცი უილიამი 69%-ით.

უილიამის მეუღლემ, ქეით მიდლტონმა 64%-ით მეოთხე პოზიცია დაიკავა და პრინც ჰარის მეექვსე ადგილზე გასულ მეუღლეს, მეგან მარკლს 15%-ით გაუსწრო.

გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა 9 ათასმა ბრიტანელმა მიიღო, გასული წლის ივნისის თვეში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისამდე მიმდინარეობდა.

 

FB კომენტარები

კომენტარი