ვინ არის ლაგოდეხში ტრაგიკულად დაღუპული გოგონა

567
SHARE

“კვირა+-ის” ინფორმაციით, 16 წლის გოგონა, რომელიც ლაგოდეხში, ჩანჩქერის ტერიტორიაზე მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა, ბლოგერ სალომე ბარკერის და, სოფი ბერძენიშვილია.
„ცხოვრებაში ყველაზე ძალიან რისიც მეშინია, ეგ დაემართა ჩემს ახლობელ ადამიანს და მე წარმოდგენა არ მაქვს, რა გავაკეთო. რასაც ვაკეთებ (აი, ამის წერის ჩათვლით), ყველაფერი უაზრობად მეჩვენება. უაზრობაა და იმიტომ“, – წერს „ტაბულას“ დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და, სავარაუდოდ, მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
სალომე ბარკერი „ტაბულას“ ჟურნალისტი და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდის ადმინია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი დღეს იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და იქედან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

FB კომენტარები

კომენტარი