ვინ არის და რას საქმიანობს ანუკი “ჩემი ცოლის დაქალებიდან” (ფოტოკოლაჟი)

136
SHARE

ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას თითქმის მთელი საქართველო ტელევიზორის წინაა მოკალათებული. მიზეზი ერთია, ყველასათვის საყვარელი სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”. ბევრმა მსახიობმა, რომლებიც უკვე წლებია თეატრის სცენაზე დგანან, ცნობადობა სწორედ ამ სერიალის მეშვეობით მოიპოვა.

სერიალის ერთ-ერთი გმირი ანუკი, რომელსაც ფეხმძიმობის გამო ოჯახის შექმნა მოუწია, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ცნობადი და საყვარელი სახეა. ანუკის უკან 24 წლის თინა დალაქიშვილი დგას. გოგონა მსახიობი არ გახლავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის დიზაინერია. თინა 14 წლიდან დედის გარეშე იზრდება, მამამისი კი მხატვარია. გოგონა უკვე წლებია დამოუკიდებლად ცხოვრობს, სამწუხაროდ მამასთან ხშირი ურთიერთობა არ აქვს. დაქორწინებულიც გახლდათ, მაგრამ ქმარს რამდენიმე თვის წინ გაშორდა.image

თხელი, ტანწერწეტა გოგონა, ულამაზესი თვალებით ყველასაგან გამორჩეულია. თვალს ერთხელ მაინც თუ მოჰკრავთ აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. განსხვავებული გარეგნობა, ნიჭი და დაუღალავი შრომა თინას წარმატების საიდუმლოა. სწორედ ამიტომაც ბევრი რეჟისორი მთავარ და საპასუხისმგებლო როლს სწორედ მას ანდობს. პირველად სერიალ “შუა ქალაქში” გამოჩნდა, პატარა ეპიზოდური როლით. შემდგომი როლი ფილმ “სეზონში” შეასრულა. პოპულარობა ფილმით “გასეირნება ყარაბაღში” მოიპოვა, რასაც ფილმი “სიყვარული აქცენტით” მოჰყვა. გოგონამ ითამაშა სომეხი რეჟისორის ფილმში “ვარსკვლავი”. აღნიშნული ფილმი რუსეთის ბაზარზეა გათვლილი და შესაბმისდ ქართველ მაყურებელს ჯერ არ უნახავს.

თინას პერსონაჟები ყველასაგან გამორჩეული და სახასიათოა, ისევე როგორც თავად თინა. გოგონას სამსახიობო კარიერაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ვუსურვოთ მას წარმატებები…imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

 

წყარო:intermedia.ge

FB კომენტარები

კომენტარი