ვინ არიან “ტროლები” და რა ზეგავლენას ახდენენ ისინი სოციალური ქსელის მომხმარებლებზე

86
SHARE

„ტროლი“ ქართულ ენაში ახლახან დამკვიდრდა, მაგრამ ყველამ, ვინც სოციალური ქსელებით სარგებლობს, იცის, რა დგას ამ ცნების მიღმა: სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს დისკუსიას.
ფაქტობრივად, “ტროლი” ონლაინპროვოკატორია, რომელიც შექმნილია კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
დღეს “ტროლები” საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ სოციალურ ქსელებში.
ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ, გაავრცელონ ნეგატიური სახის დეზინფორმაცია, გამართული დისკუსია წაიყვანონ სხვა მიმართულებით და ანკესზე წამოაგონ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ნებისყოფა ამ ყველაფრის უგულებელსაყოფად.
“ტროლები” პროვოკაციაზე წამოგებული საზოგადოების წევრებით ,,იკვებებიან”, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი თავიანთ საწადელს მალევე აღწევენ.
ვინც “ტროლის” პროვოკაციას პასუხს სცემს, ამით დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას.
როგორ უნდა დავიცვათ თავი “ტროლების” გავლენისგან? – მოერიდეთ პირადი ინფორმაციის სოციალურ ქსელში უკონტროლოდ გავრცელებას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გაზიარებას და უფრთხილდით უშინაარსო გვერდებს.

FB კომენტარები

კომენტარი