“ვინმეს ქორწილი არ შეგეტენოთ ძალით” – სახალისო გამოხმაურებები კვიციანის ინიციატივაზე(ფოტო)

68
SHARE

პარლამენტარ ემზარ კვიციანის ინიციატივის გარშემო, სოციალურ ქსელში, აჟიოტაჟი არ ცხრება. კვიციანის ინიციატივას, რომ ხელი შეუწყოს შეყვარებულ წყვილებს, უამრავი პოსტი, კომენტარი და კარიკატურაც კი მიეძღვნა.
დღეს, როდესაც მსოფლიო სიყვარულის დღეს აღნიშნავს, ქართველი ფეისბუქმომხმარებლები პარლამენტარს სახალისო პოსტებს უძღვნიან.

“დღეს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ემზარ კვიციანის აგენტები დაგთვლიან. ეგზიტპოლის შედეგები საღამოს 8 საათზე გახდება ცნობილი. პ.ს – ფრთხილად იყავით, ვინმეს ქორწილი არ შეგეტენოთ ძალით”;

“ემზარის ისრის ძალა მოგცეთ ემზარმა”
“კულუარებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ბატონი ემზარი ძალიან მაგარი სიურპრიზის გაკეთებას აპირებს ​ წყვილთათვის – ყოველ მეასე წყვილს ის ბავშვს მოუნათლავს”;

“ემზარიკო რომ გუგულის დავუწყვილოთ, მაგაზე კუში რამდენია?”; ” ემზარევიჩი კი არა, ამურ-ოვიჩია უკვე”- წერეს სოცქსელებში.


FB კომენტარები

კომენტარი