ვექტორული კავშირები ანუ მიზეზი იმისა თუ რატომ უყვარს მელას თავისი მახრჩობელა?

955
SHARE

ვექტორულ კავშირს ასტროლოგიაში ე.წ. “მსხვერპლი-ჯალათის” წყვილს ეძახიან, რომელიც დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით გამოითვლება. როგორც ცნობილია არსებობს თორმეტი მმართველი, რომელიც კონკრეტულ წელს მართავს. ვირთხა, ხარი, მაიმუნი, ძაღლი და ა.შ. ისინი ქმნიან ნიშნების წრიულ მონაცვლეობას, სადაც ყოველ ნიშანს გააჩნია საკუთარი ვექტორული წყვილი. ამიტომ შესაძლოა ვიღაცისთვის მონა იყოთ, ვიღაცისთვის კი – ბატონი. ვექტორული კავშირები, როგორც წესი, ემოციური ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. ამგვარ წყვილს შორის მიზიდულობა ძალზე დიდია, როგორც მენტალური ისე სექსუალური კუთხით, მაგრამ მათი კავშირი გამუდმებული ომია პიროველობისთვის სადაც, როგორც წესი “ბატონი” ჩაგრავს “მონას” და მონა იძულებულია დაემორჩილოს მას. ან თავს გაქცევით უშველოს, რასაც ე.წ. “მონები” იშვიათ შემთხვევაში ახერხებენ იმდენად ძლიერია მათთვის “ბატონთან” ფსიქო-ემოციური კავშირი. მოკლედ, როგორც ამბობენ “მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო”.

ბატონი        მონა
მაიმუნი      ვირთხა
გველი         მაიმუნი
თხა             გველი
ვეფხვი         თხა
ხარი           ვეფხვი
ძაღლი         ხარი
მამალი       ძაღლი
კატა           მამალი
დრაკონი     კატა
ტახი         დრაკონი
ცხენი       ტახი
ვირთხა     ცხენი

ვექტორული კავშირისას, ურთიერთობები ხშირად აბსოლუტურად დაუგეგმავად და ფატალურად ვითარდება. თუმცა ემოციები, რომელსაც ჩვენში ვექტორული პარტნიორი იწვევს, იმდენად ღრმა და ძლიერია, რომ ყველა სხვა დანარჩენ ურთიერთობას წამის მეასედში ჩრდილავს.

ხშირ შემთხვევაში, ვექტორული კავშირისას ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი “ეწებება” ერთმანეთს აუხსნელი მიზიდულობის ძალის ფენომენით. ამასთან, ორივე მათგანში ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან ჩნდება სურვილი გაუზიაროს პარტნიორს ყველაფერი, გახდეს მისი ჭეშმარიტი მეორე ნახევარი და “მეორე მე”. თუმცა გადამეტებულ გულახდილობას მოგვიანებით საკმაოდ მტკივნეული დარტყმები მოაქვს ორივე მათგანის მხრიდან, რომელიც ძირითადად მათ ემოციურ სამყაროს ეხება. ამ კავშირში შეიძლება იყოს ყველაფერი, დაწყებული უგონო სიყვარულით (რომელიც ხშირად ერთი ნახვით ჩნდება) დამთავრებული სიძულვილით და ომით, რომელსაც შესაძლოა წლები დასჭირდეს. თუმცა, ძალზე იშვიათად ხდება ისე, რომ “მონა” საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას გაექცეს “ბატონს”, რომელიც მას ამ უკანასკნელის მხრიდან მიყენებული ტანჯვის მიუხედავად მაინც უყვარს. სხვა სიტყვებით ამას “საბედისწერო სიყვარული” ჰქვია და ზუსტად მასში მოიაზრება ვექტორული კავშირის რაობა.

წყვილი, რომელსაც ვექტორული ურთიერთობა აკავშირებს, შეიძლება ცხოვრების მანძილზე არაერთგზის დასცილდეს ერთმანეთს და ყოველ ჯერზე “სამუდამოდ”. თუმცა, რეალურად და სამუდამოდ დაცილებას ეს ორი მაინც ვერაფრის დიდებით ვერ შეძლებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ შორის არის რაღაც, გაცილებით უფრო მეტი ვიდრე სიყვარული და სექსუალური ლტოლვაა.


ცნობილი ვექტორული წყვილები

ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი

ჟორჟ სანდი და ალფრედ მიუსე

ანა ახმატოვა და ნიკოლაი გუმილაევი

სერგეი ესენინი და აისედორა დუნკანი

ჯეინ ფონდა და ტედ ტერნერი

FB კომენტარები

კომენტარი