ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები სუროგატმა დედებმა გაუჩინეს

220
SHARE

ძალიან ბევრი წყვილი წყვეტს გახდეს მშობელი სუროგატი დედების დახმარებით. მათ შორის – ვარსკვლავებიც, რომლებიც არ მალავენ, თუ როგორ გაუჩნდათ შვილები.
ნიკოლ კიდმანი

თებერვალში ნიკოლ კიდმანმა თავის 6 წლის გოგონას, ფეიტ მარგარეტს თავისი სუროგატი დედა გააცნო. კიდ ურბანთან დაქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ნიკოლმა გოგონა სანდეი როუზი გააჩინა, მეორე შვილი 2010 წელს მათ ოჯახში გაჩნდა. წყვილი არ მალავდა, რომ სუროგატი დედის დახმარებით ისარგებლეს.

ელისაბედ ბრენქსი


მსახიობი ელისაბედ ბრენქსი ორი ვაჟის – ფელიქსი და მაგნუსი – დედაა. ორივე სუროგატმა დედამ გაუჩინა. მათ ელისაბედი ოჯახის წევრებად თვლის და ხშირად უხდის მადლობას, რომ მათი დახმარებით დედა გახდა.

ლუსი ლიუ


46 წლის მსახიობი აგვისტოში პირველად გახდა დედა. შვილის ყოლა ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ვერ ფეხმძიმდებოდა. დედობას სუროგატი დედის დახმარებით მიაღწია. ვაჟს როკველ ლლოიდ ლუისი დაარქვა.

სარა ჯესიკა პარკერი


2009 წელს სარა და მეთიუ ბროდერიკი მეორედ გახდნენ მშობლები. პირველად 2002 წელს ჯეიმსი ეყოლათ, სუროგატმა დედამ კი ტყუპი გოგონები გაუჩინათ.

ზოი სალდანი


2013 წელს იტალიელ მხატვარს, მარკო პერეგოს გაჰყვა ცოლად. ერთ წელიწადში სუროგატმა დედამ ტყუპი ვაჟი გაუჩინა. წყვილი თებერვალში კიდევ ერთი ვაჟის მშობელი გახდა.

ჯორდან ბრიუსტერი


მსახიობსა და მის მეუღლეს ქორწინებიდან 6 წლის შემდეგ სუროგატმა დედამ მშვენიერი ვაჟი, ჯულიანი გაუჩინათ.

ტაირა ბენქსი


27 იანვარს სუროგატმა დედამ სუპერმოდელს ვაჟი გაუჩინა. ”მრავალი წლის მანძილზე ვოცნებობდი, დედა გავმხდარიყავი, ჩემი იორკ ბენქსი ნამდვილი ბედის საჩუქარია”.

წყარო:http://www.marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი