ვანგას წინასწარმეტყველება – როდის განადგურდება დედამიწა

520
SHARE

ნათელმხილველი ოსმალეთის იმპერიაში, ბულგარელი გლეხის ოჯახში დაიბადა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი სოფელ პეტრიჩში ცხოვრობდა. ბოლო 20 წელი ხალხს რუპიტესაში იღებდა. მისი სრული სახელია ვანგელია პანდევა გუშტეროვა.

ვანგელია პანდევა გუშჩეროვა დაიბადა 1931 წლის 31 იანვარს, ქ. სტრუმიცაში, რომელიც დღეს მაკედონიის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სამი წლის ასაკში დაკარგა დედა პარასკევა, ხოლო ძალიან მალე (მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი) მამაც გაიწვიეს. ვანგა თურქმა მეზობელმა შეიფარა, რომელიც მას სამი წლის ასაკამდე ზრდიდა.

ერთ დღეს ვანგა თავის ბიძაშვილებთან ერთად წყაროზე ჩავიდა. ქარიშხალის ამოვარდნის შემდეგ 16 წლის გოგონას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ქარიშხალმა ის და თავისი ორი ბიძაშვილი მინდორზე მოისროლა.
ვანგა ცოცხალი გადარჩა, მაგრამ მეხის დაცემის შედეგად მან მხედველობა დაკარგა.  ეს მოხდა 1925 წელს. ვანგა ქ. ზემუნში, ბრმათა სახლში მიიღეს.

წლების შემდეგ ოჯახში დაბრუნებულმა ვანგამ წინასწარმეტყველება დაიწყო. მისი წინასწარმეტყველების დაწყების თარიღად 1941 წელს ასახელებენ.

“დადგება დრო, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნება ტყუილი. არ იქნება ქურდობა და ძალადობა, შეწყდება ომები. დედამიწაზე მაცხოვრებლები შეიცნობენ სიცოცხლის ფასს და გაუფრთხილდებიან მას”, – ამბობდა ის.
1990 წელს მან იწინასწარმეტყველა, რომ 1999 ან 2000 წელს “კურსკი” წყალში ჩაიძირებოდა და მას ბევრი ადამიანი დაიტირებდა. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული ატომური წყალქვეშა ნავი “კურსკი” ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მართლაც ჩაიძირა. დაიღუპა მთელი ეკიპაჟი – 118 ადამიანი. მთელი რუსეთის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა.

ვანგას ბევრი წინასწარმეტყველებანი ჰქონდა ომის შესახებაც. მაგალითად, მან მეორე მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა. მასთან სტუმრად იყო ჩასული ჰიტლერიც, რომელსაც ცუდი მომავალი უწინასწარმეტყველა.
ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ის საკუთარი სახსრებით აგებული ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

მაინც, რას გვიწინასწარმეტყველებს ვანგა 2016 წლიდან  3005 წლამდე: 

2016 – ევროპა თითქმის უკაცრიელი გახდება, მოსახლეობის დემოგრაფიული დონე  შესამჩნევად დაიწევს.

2018 – მსოფლიოს ახალი ზესახელმწიფო ჩინეთი იქნება.

2023 – ოდნავ შეიცვლება დედამიწის ორბიტა.

2025 – ევროპა ჯერ კიდევ მცირედ დასახლებულია.

2028 – ენერგიის ახალი წყაროს შექმნა (როგორც ჩანს, ეს არის კონტროლირებადი თერმობირთვული რეაქცია). შიმშილი თანდათან დამარცხდება. სტარტს აიღებს პილოტირებული კოსმოსური ხომალდი ვენერისკენ.

2033 – პოლარული ყინულების დნობის შედეგად, გაიზრდება მსოფლიო ოკეანის დონე.

2043 – მსოფლიო ეკონომიკა ყვავის, ევროპაში მუსლიმანური სახელმწიფო იბატონებს.

2046 – შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ორგანოს “გამოყვანა”, ორგანოების შეცვლა მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად იქცევა.

2066 – მუსლიმანური რომის წინააღმდეგ აშშ სპეციალური იარაღის ახალ სახეობას გამოიყენებს, რომელსაც კლიმატის მკვეთრი შეცვლა მოჰყვება.

2076 – უკლასო საზოგადოება (კომუნიზმი).

2084 – ბუნების აღდგენა.

2088 – ახალი ავადმყოფობა – დაბერება რამდენიმე წამში.

2097 – სწრაფი დაბერება დამარცხებულია.

2100 – ხელოვნური მზე დედამიწის ბნელ მხარეს გაანათებს.

2111 – ადამიანები კიბორგებად იქცევიან.

2123 – ომები მცირე სახელმწიფოებს შორის. ზესახელმწიფოები არ ჩაერევიან.

2125 – უნგრეთში მიიღებენ სიგნალებს კოსმოსიდან, რითაც მსოფლიო ვანგას  გაიხსენებს.

2130 – კოლონიები წყლის ქვეშ, უცხოპლანეტელთა რჩევების დახმარებით.

2164 – ცხოველებს ნახევრად ადამიანებად გადააქცევენ.

2167 -მსოფლიოში დაინერგება ახალი რელიგია.

2170 – იქნება დიდი გვალვები.

2183 – კოლონია მარსზე ბირთვულ სახელმწიფოდ გადაიქცევა და დედამიწისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.

2187 – შესაძლებელი გახდება 2 დიდი ვულკანის ამოფრქვევის გაუვნებელყოფა.

2201 – მზეზე შენელდება თერმობირთვული პროცესები. აცივდება.

2256 – კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ახალ საშინელ დაავადებას შემოიტანს.

2262 – თანდათანობით იცვლება პლანეტების ორბიტები. მარსს კომეტა ემუქრება.

2288 – დროში მოგზაურობა. ახალი კონტაქტები უცხოპლანეტელებთან.

2299 – საფრანგეთში პარტიზანული მოძრაობა დაიწყება ისლამის წინააღმდეგ.

2480 – ორი ხელოვნური მზე ერთმანეთს დაეჯახება.

3005 – ომი მარსზე.

3797 – აპოკალიფსი დედამიწაზე. დედამიწა განადგურდება და აღარ იარსებებს…

წყარო:http://intermedia.ge

FB კომენტარები

კომენტარი