ვანგას რჩევები ყოველდღიური ბედნიერებისთვის

145
SHARE

ბედნიერების უფლება ყველას აქვს. შესაბამისად, ყველა ჩვენგანს შეუძლია იბრძოლოს ამისთვის. მიზნის მისაღწევად კი სულ მცირე რამ ყოფილა საჭირო: უნდა დავიცვათ ის მარტივი წესები, რომლებიც ნეგატიური განწყობისგან გვიხსნის და თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს.

ამბობენ, რომ ვანგამ ადამიანებს რამდენიმე რჩევა დაუტოვა, რომლებიც მათ კეთილდღეობასა და ჰარმონიას ჩუქნის ყოველდღიურ ცხოვრებაშიო.

თქვენი სახლიდან კეთილდღეობა და სიმდიდრე გავა, თუ დამტვრეულოი ან დაბზარული ჭურჭლით ისარგებლებთ. მიირთვით მხოლოდ ლამაზი და მთლიანი თეფშებიდან და ჭიქებიდან, რათა სახლიდან ბედნიერების ენერგეტიკა არ გაქრეს;

ბინაში სადმე, დაცულ ადგილას დაალაგეთ უცხო ქვეყნის რამდენიმე მონეტა, ვერცხლისფერი, რათა კეთილდღეობა მოიზიდოთ;

გადააადგილეთ ავეჯი მხოლოდ ახალმთვარეობისას. ახლად შობილი მნათობის ენერგეტიკა სიმყუდროვისა და ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ;

დაამაგრეთ ბინაში შესასვლელი კარის თავზე ანწლის ტოტები, რაც თქვენს საცხოვრებელს ნებისმიერი ბოროტებისგან დაიცავს. კარგი იქნება, თუ მათ გადააჯვარედინებთ, რათა სახლიდან ბედნიერება არ გავიდეს, ხოლო ნეგატივი ზღურბლს არ გადმოსცდეს;

ყოველდღიურად მოიქეცით ასე: ჩაასხით გამჭვირვალე ჭიქაში წყალი და ჩაუთქვით: „ბოროტება სახლის კართან შეჩერდება, სიკეთე შინ შემოვა. ყოველი, ვინც ფეხს შემოდგამს, მხოლოდ სიკეთეს მომიტანს“. მერე კი წყალი ზღურბლს მიღმა გადააქციეთ;

დილით ფეხსამოსში პირველად მარჯვენა ფეხი წაუყარეთ;

ნუ დატოვებთ მაგიდაზე პურს, ნამცეცებსაც კი, რათა სიღარიბე არ შემოვიდეს სახლში;

ნუ ილაპარაკებთ საკუთარ ბედნიერებაზე და, მით უმეტეს, ნუ იტრაბახებთ. განსაკუთრებით, ნაკლებად ნაცნობ ან უცნობ ადამიანებთან. ვიღაცას შეშურდება და უარყოფითი ენერგეტიკა ასევე უარყოფითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე;

თუ მარჯვენა ფეხი წამოჰკარით რამეს, სამჯერ დაარტყით ის მიწას და თქვით: „განვედ, უბედურებავ“. ხოლო თუ მარცხენა ფეხი წამოჰკარით – წარმატებას ელოდეთ;

ნუ შეინახავთ გატეხილ ან გაბზარულ სარკეს შინ. ის ყოველდღიურად შთანთქავს თქვენი ბედნიერების ნაწილს. თუ სარკე გაგიტყდათ ან გაგებზარათ, ჩადეთ ის გაუმჭვირვალე პაკეტში ან კოლოფში და ისე გადააგდეთ;

გაწმინდეთ სარკეები სახლში ნაკურთხი წყლით, რათა ავადმყოფობა და ჩხუბი არ მოეკაროს თქვენს ოჯახს;

ატარეთ ფული მხოლოდ საფულით – ქაღალდის კუპიურები ცალკე, ხურდა – ცალკე. ასე ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ.

წყარო:https://sputnik-georgia.com

Comments

comments