“ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ” – ლელა კაკულიამ ინტერნეტგამოცემის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

474
SHARE

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტგამოცემა Informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია. ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

მათი ცნობით, განცხადების ავტორმა, ლელა კაკულიამ განაცხადა, რომ სადავო მასალა, თითქოს მან იწინასწარმეტყველა – “ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ” – არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ფრაზა ავტორს არ ეკუთვნის.

„გარდა პირველი პრინციპისა, მხარე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (დოკუმენტების კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპებზე, თუმცა საბჭომ მათზე დარღვევა არ დაადგინა.

ამ საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება“, – აცხადებენ ქარტიაში.

FB კომენტარები

კომენტარი