“ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულები იპარებიან საავადმყოფოდან და სახლებში ადამიანებს გამიზნულად უცვივდებიან” – ქართველი ემიგრანტი

2952
SHARE

კორონავირუსმა დასავლეთ ევროპას განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. ესპანური კარანტინის შესახებ Qartli.ge  ბარსელონაში მცხოვრებ თეა ლონდარიძეს ესაუბრა.

“ოთხი წელია, რაც ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ვცხოვრობ. ჩემთვის საინტერესო ქვეყანაა. კარგი გუნების ხალხი ცხოვრობს, კონტაქტურები არიან და ადვილად გამონახავ მათთან საერთო ენას. ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება.

გარეთ მხოლოდ პროდუქტის საყიდლად გავდივარ. ქუჩაში პოლიცია მაჩერებს, საბუთს ამოწმებს და მეკითხება – სად მივდივარ. აუცილებლად ორმაგი პირბადე უნდა მეკეთოს და ხელთათმანი. ამასთან, ვცდილობ, ზედმეტად არაფერს შევეხო.

ესპანეთის მთავრობა მოუწოდებს ხალხს, რომ არ გაუღოს კარი არავის, რადგან დაავადებულები იპარებიან საავადმყოფოდან და სახლებში ადამიანებს გამიზნულად უცვივდებიან. ქაოტური მდგომარეობა და შიში ბევრი ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს.

ქვეყანა პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა. მეტიც, აკრძალვები მანამდე არ დააწესეს, სანამ სახელმწიფო მოხელეები არ დაინფიცირდნენ. ხალხი დღესაც არ იცავს წესებს, არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს. შედეგიც სახეზეა, ყველას მოგიწოდებთ, დარჩით სახლში, თქვენ არ დაუშვათ ის, რაც ესპანელმა ხალხმა დაუშვა”, – ამბობს ემიგრანტი.

FB კომენტარები

კომენტარი