ესპანეთის ცირკიდან ჰიპოპოტამი გაიქცა (ვიდეო)

116
SHARE

ესპანეთის ცირკიდან ჰიპოპოტამი გაიქცა, – წერს უცხოური მედია. როგორ მოახერხა ცხოველმა ცირკის ტერიტორიიდან გაპარვა, უცნობია. ავტოტრასაზე გასეირნების დროს მან ბალახით ჩაიტკბარუნა პირი. თვითმხილველებმა ცხოველი ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტში განათავსეს. საბოლოოდ, ჰიპოპოტამი დაიჭირეს და ცირკს დაუბრუნეს.
ცნობისთვის, ჰიპოპოტამის სიგრძე შესაძლოა, 1,5 მეტრს, წონა კი 1,5 ტონას აღწევდეს. ბეჰემოთი ძალიან აგრესიულ ცხოველად ითვლება, აფრიკაში ბეჰემოთები ყოველწლიურად ადამიანებს კლავენ.

FB კომენტარები

კომენტარი