ეროს რამაზოტი 24 აპრილს სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს

86
SHARE

იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი 24 აპრილს სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს. ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დევს. რამაზოტის საქართველოში სტუმრობა იმ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომელიც საქართველოში მაღალი დონის მუსიკოს-შემსრულებლების ჩამოყვანას ითვალისწინებს. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ კულტურის სამინისტროს შესაბამისი რესურსები გამოუყო. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რობი უილიამსთანაც, რომელმაც თბილისში დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს უნდა გამართოს კონცერტი.

FB კომენტარები

კომენტარი