ემოციური ისტორია – რა სიურპრიზი მოუწყო საცოლემ ბევრჯერ უარყოფილ მამაკაცს, რომელიც მეგობრის ქორწილში დაქორწინდა(ფოტო)

139
SHARE

უელსში 40 წლის პოლ შოპრონი მეგობრის ქორწილში მეჯვარე იყო, თუმცა ღონისძიებაზე მისვლის დროს მას დაქორწინება თავად შესთავაზეს.
საქმე იმაშია, რომ პოლი რამდენიმე წლის განმავლობაში ალიშა პილავას ცოლობას სთხოვდა, ხშირად დღეში 30 ჯერაც კი, თუმცა უარს იღებდა. ზოგჯერ ის ალიშას ფანჯარასთან იდგა წარწერით- „გამომყვები?“. მაგრამ ამაოდ.
იმ დღეს კი პოლი მეგობრის ქორწილში მივიდა და ოთახიდან ალიშა საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გამოვიდა, რის შემდეგაც ხელი სთხოვა.
მოულოდნელობისგან პოლი დაიბნა და გაიქცა, თუმცა მალევე მოეგო გონს და „დათანხმდა“.
მას ვერ წარმოედგინა, რომ ალიშა ასეთ სიურპრიზს უმზადებდა.
წყვილი ამჟამად ბედნიერად ცხოვრობს.

FB კომენტარები

კომენტარი