ემინემის შვილი თამამ ფოტოებს აქვეყნებს (ფოტო)

221
SHARE

ემინემის შვილი, 23 წლის ჰეილი სკოტ მეტერსი, უკვე დიდი გოგოა, არადა, ის ბევრს მამის კლიპებიდან პატარა ბავშვად ახსოვს. ბოლო დროს, ჰეილი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი გახდა და “გამომწერებს” თავისი ფოტოებით ანებივრებს. გოგონა, ახლახან, ჰავაიზე ისვენებდა და შესანიშნავ ფოტოებსაც აქვეყნებს.
მზიან ჰავაის კუნძულებზე ჰეილიმ საცურაო კოსტიუმში ჩანჩქერთანაც იპოზიორა და თავისი ლამაზი ფორმები გამოაჩინა.
ემინემის ქალიშვილი ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა, დადის ფიტნესცენტრში და ბევრს მოგზაურობს. ის, მამის პოპულარობის მიუხედავად, ცხოვრების ჩვეულებრივი სტილით ცხოვრობდა. მიჩიგანის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, ბოლო დროს, სურს, „ბიუთი ინდუსტრიაში“ მოსინჯოს ძალები. მას „ინსტაგრამზე“ 2 მილიონამდე “გამომწერი” ჰყავს.
ჰეილი ემინემის ერთადერთი ბიოლოგიური შვილია. მომღერალმა მას სიმღერები არაერთხელ მიუძღვნა. მუსიკოსი ყოველთვის ამბობს, რომ კარიერის დასაწყისში შვილი მისი მამოძრავებელი ძალა და სტიმული იყო.

FB კომენტარები

კომენტარი