ელტონ ჯონი ოფიციალურად დაქორწინდა

97
SHARE

 

    დიდ ბრიტანეთში სერ ელტონ ჯონის და მისი პარტნიორის დევიდ ფერნიშის ქორწინება შედგა. მსოფლიო ვარსკვლავმა, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა საკუთარი ბედნიერება ინსტაგრამში ხელმომწერებს გაუზიარა. პარტნიორებმა ერთად 21 წელი გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ელტონ ჯონმა და დევიდ ფერნიშმა უკვე გამართეს საზეიმო საქორწინო ცერემონია, მაგრამ მაშინ ცერემონიას იურიდიული ძალა არ ჰქონდა. „იურიდიული ნაწილი დასრულებულია. ახლა ცერემონიის დროა“, – მიაწერა, სავარაუდოდ, იურისტის ოფისში გადაღებულ ფოტოს კომენტარი ელტონ ჯონმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ახალი კანონის თანახმად, ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვები გახდა.
„ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი საშუალებაა, ახალი კანონით ვისარგებლოთ და ვიზეიმოთ“, – განაცხადა ჯონმა.
ქორწინება წყვილმა 21 დეკემბერს ვინძორის მამულში აღნიშნა. საინტერესოა, რომ წყვილი შვილებისთვის – ზაკარისთვის და ელაიჯასთვის გარემოებების დამალვას, თუ როგორ დაიბადნენ ბავშვები, არ აპირებს.

10859379_888908234482749_1189391818_n

FB კომენტარები

კომენტარი