ელექტროსიგარეტი თამბაქოზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას

94
SHARE

ელქტროსიგარეტი ისეთსავე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც ტრადიციული სიგარეტი. საქმე ის არის, რომ ამ გაჯეტებში ნიკოტინის თხევადი სახეობაა, რომელიც ყველაზე ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.

კვლევის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიგარეტში ნიკოტინის დოზის კლება არ იწვევს მისი მოხმარების სურვილის დაქვეითებას. ელექტროსიგარეტები ხშირად

განიხილება ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივად. მართალია ელექტროსიგარეტის მოხმარებისას თამბაქოს არ ეწევი, მაგრამ იღებ სითხეს, რომელიც ნიკოტინს და სხვა არომატებს შეიცავს. ელექტროსიგარეტის გამოკვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ მისი სითხე სამი სხვადასხვა ნიკოტინის სახეობისგან შედგება, რომლებიც გაცილებით ძლიერ დამოკიდებულებას იწვევენ.

ამასთან, ელექტროსიგარეტში ნიკოტინის შემცველობის დოზა ხშირად არ შეესაბამება მის ეტიკეტზე მითითებულ დოზას. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თხევადი ნიკოტინის მაღალი შემცველობის გამო, რომელიც მალე იწვევს დამოკიდებულების გაჩენას, ელექტროსიგარეტისთვის თავის დანებების შანსი მინიმალურია.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი