ეკო ფანგანის წონის საიდუმლო – კარაქიანი პური დილა-საღამოს

61
SHARE

მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანიყოველთვის კარგ ფორმაშია, თუმცა წონის შენარჩუნებისთვის არასდროს არაფერს აკეთებს. როგორც თავად ამბობს, სასურველი წონა მხოლოდ მისი გენეტიკის დამსახურებაა. მოდელი, რომელიც მტანჯველი დიეტებს არ მიმართავს, დღეს მოდის სამყაროში იშვიათი მოვლენაა. გადავწყვიტეთ, ეკოსთვის რამდენიმე კითხვით მიგვემართა და დიეტის რეცეპტების გამხელა გვეთხოვა, რომელიც შესაძლოა, ბევრ მათგანს დახმარებოდა, თუმცა ეკოსგან დიეტის რეცეპტის გაგება ვერ მოვახერხეთ.

– ეკო, როგორ ახერხებ, რომ სულ ფორმაში იყო, დიეტას იცავ?
– არაფერს არ ვაკეთებ წონის შესანარჩუნებლად. არ ვვარჯიშობ, არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე და არც სწორად ვიკვებები. ვჭამ მაშინ, როცა მშია და ვჭამ ყველაფერს. საუზმესა და ვახშამზე კარაქიან პურზე უარს არ ვამბობ. გენეტიკა მაქვს ასეთი.

– იცი დიეტა, რომელიც ყველასთვის ეფექტურია?
– მსგავსი დიეტა არ ვიცი. მათ, ვისაც მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ, ვურჩევ, ცოტა ჭამონ.

– უფრო კონკრეტულ დიეტას ვერ ურჩევ ჩვენს მკითხველს?
– არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე და არ ვიცი არც ერთი მათგანი. არ გჯერათ, მგონი (იცინის).

– მჯერა…
– სიამოვნებით გეტყოდით რომ ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი