ეკა ხოფერია “ტვინიკოსების” კრიტიკას პასუხობს – „მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრავმა“

257
SHARE

ჟურნალისტი ეკა ხოფერია მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურაბა, რაც მის გადაცემაში ჭარბწონიანი 19 წლის ბიჭისთვის უხერხული შეკითხვის დასმას მოჰყვა. ხოფერია თვლის, რომ შეკითხვა, რომელიც დასვა, უნდა დაესვა. როგორც ის ფეისბუქის საკუთარ გვედრზე წერს, ბიჭს გადაცემაში ჰქონდა პირველი მცდელობა, რომ ვინმე გამოეყვანა ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დახმარებოდა მას. ჟურნალისტი საზოგადოებას მოუწოდებს, გამოვიდნენ ვირტუალური აუდიტორიიდან და რეალურად რაიმე აკეთონ.
„დავწერ ცალკე სტატუსად. გიორგი იყო რეალითი პროექტის „პუტკუნ -შოუს” კასტინგის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრ თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო. უნდა მეკითხა თუ არა 19 წლის ბიჭისთვის, ჰქონია თუ არა მას სექსუალური ურთიერთობა? მე მიმაჩნია, რომ კი. მორალურ ტრავმაზე ვინც მესაუბრებით, გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრავმა და ის 3 შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა, პირველი მცდელობაა, ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას. მეც ვესაუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ეგ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ.
P.s. ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები, სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია? იქნებ ისინი თავად ზრუნავენ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!!!!“, – წერს ხოფერია.
19 წლის ბიჭს, რომელიც 197 კილოგრამს იწონის, ეკა ხოფერიამ გადაცემაში შეეკითხა, ჰქონია თუ არა მას სექსი ოდესმე. აღნიშნულმა სოციალურ ქსელში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

FB კომენტარები

კომენტარი