“დღეს განსაკუთრებულად ყურადღებიანია პოლიცია” – რას წერს რაულ ქირია საპატრულო ეკიპაჟზე

131
SHARE

ჟურნალისტი რაულ ქირია საპატრულო ეკიპაჟის შესახებ წერს, რომალმაც აფთიაქიდან გამოსული მოხუცი ქალბატონი სახლამდე მაიცილა.

“ახლა ქუთაისში, დაახლოებით, 60 წლამდე ასაკის ქალბატონი მიდიოდა ქუჩაში, აფთიაქთან, მანქანა შევაჩერე და დავაკვირდი, საპატრულო ეკიპაჟი მიუახლოვდა, გაესაუბრა, აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ კი სახლამდე, იქვე, გვერდით კორპუსთან მიაცილა ახალგაზრდა გოგომ და ბიჭმა, რომლებიც საპატრულოს თანამშრომლები არიან.

ასეა სულ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ყურადღებიანია პოლიცია, პატრულირებენ ქუჩებში, თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობასთან ერთად აკონტროლებენ ტერიტორიებს და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოქალაქეებს საფრთხის აცილებაში დაეხმარონ. წარმატებები მათ და გამძლეობა!

და ჩვენ რას ვაკეთებთ? ვრჩებით სახლში გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, ვუფრთხილდებით საკუთარ თავს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ვეფერებით დისტანციურად და ველოდებით საფრთხის გადავლას, რომ მერე უფრო ლამაზად დავინახოთ გაზაფხულიც, ერთმანეთიც, ისიც, რომ ცხოვრება მშვენიერია და განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რამდენი ადამიანი ზრუნავს შენზე და შენთვის.

ბევრი რთული დრო გამოვიარეთ და ასეთ პერიოდებში ყოველთვის ერთად ვიდექით, ახლაც ასეა საჭირო, ან უფრო მეტადაც კი, რომ დროულად მოვახდინით პრევენცია და უფრო მალე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. ერთად, ერთმანეთით მთებსაც გადავდგამთ :)) გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”, – წერს ქირია.

FB კომენტარები

კომენტარი